დაიკო...
არ ვიცი ჩემი დასვენება როდის იქნება, ამოვა მზე და განმიმარტავს გუშინ რა იყო, ან დღეს რა არის... ანდა რატომ ვზივართ ფიქრებად მე და შენ მარტო და სულ მარტო ჩემო დაიკო. ჩანახატებით იწყებიან ჩვენი აზრები, ანდა ბავშვური სითამამით ვდგავართ სცენაზე... და მერე ისევ არაფერზე გამიბრაზდები, და მერე ისევ ჩაგაფიქრებს თოვლის ცვენაზე ამინდის ღმერთი, წვიმის ღმერთი, ღმერთი ყველაფრის... ცა მოწმენდილი, ცა მართალი როგორ იცვლება და მოსვენებულს ანდა დაღლილს, დაღლილს ყველაფრით არ ახსენდება, როგორ წვეთავს, როგორ იცლება... დაგვასაფლავებს დროდაჟამის ნაზი გვირილა, წასვლამდე ერთსაც განმიმარტავს - გუშინ რა იყო, ან დღეს რა არის... დამიჯერე არ ღირს ყვირილად, არ ღირს ტირილად, შენს ტირილად ჩემი დაიკო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.