მეტი სითბო♡
მაჩუქეთ ვარდები,ყოველმან ერთ-ერთი. ფერები? რაც გინდათ იყოს, ეს სულერთი, რამინდა?ეკლები დატეხეთ თითებით, რომ თქვენმა ეკლებმა,არ მომკლას სრულებით. მე,თქვენ შეგისწავლეთ,თვალების ფეთებით, გიყურებთ ცალკ-ცალკე,ყველას დაკვირვებით, ნეტავ შემახედა, მე,თქვენი თვალებით, ჩემს თავზე რას ფიქრობთ,მაგ თქვენი გულებით?! ფრთხილად მივუყვები ,ამ გზას ნაბიჯებით და ვარდებს ვაგროვებ, თქვენგან ნაბოძები. ზოგი სულს მიხარებს,მტკივა ნაჩხველტებიც, მაგრამ თქვენთვის უცხოს,მე რად მემართლებით? ზოგს, ჩემი კაბის ბოლო არ მოსწონს, ზოგსაც,აწუხებს მოჭრილი საყელო, ვიღაცას,ფეხების გადადგმა აწუხებს, ვიღაც ვერ მალავს, მის გულში მარწუხებს. მე,თქვენი აზრები, სრულად არ მაწუხებს, ხალხი ხომ ჭრელია, ვით ფერთა სიჭრელე, მე,თქვენი თვალები, ო როგორ მაწუხებს, ასე რომ გყიდიან და არც კი გაწუხებთ. ღიმილი,ეს თქვენთვის,სიკვდილის ფასია, ყველა გაღიმება,თვალების ფარსია! ფულით იზომება, აწ თქვენი ფასია, ყალბი და მლიქვნელი,მოდური ხალხია, შური გამძაფრებით,ტონობით გასხიათ, სუნი კი არ გასდის,ეს ძვირიანია. სანიშნით მონიშნეთ,ვინ უნდა გიყვარდეთ, ეს ხომ თქვენი ტოლი და ფულიანია, რად გინდათ გვერდით,უფულო ჭკვიანი, თუ არ აქვს მას სახლი,ლამაზ ხედიანი, თუ ვერ გასეირნებთ,მისივე ჯიპებით. და არ განებივრებთ,ბრენდულ ნივთებით?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.