ყვავილი ქარიშხალში
გარშემო ბუნებას ქარი არბევდა, ყვავილის ფურცლებს კი სიო არხევდა. ყვავილი ქაოსს თვალს არიდებდა, თავისთვის იდგა, არც კი იმჩნევდა. ხასხასა ფერებში სევდას მალავდა, თუმცა მარტოსულს იგი არ ჰგავდა- ყვავილს პეპელა დასტრიალებდა, სანამ გრიგალი თავისას აფრენდა. ცა მოიღრუბლა, მზე აღარ ჩანდა, თუმცა ყვავილს ეს არ აწუხებდა- მზის სხივი ყვავილს დასთამაშებდა, სითბოს და სინათლეს მას არ აკლებდა. ქარი კი ბღაოდა, ტოტებს ამტვრევდა, არ ნებდებოდა, სამყაროს ანგრევდა! ქარიშხლის რისხვა არაფერს ინდობდა, მხოლოდ ამ ყვავილს უფრთხილდებოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.