ოცნებაც არა?
რომ კითხოთ ამ ბავშვს, რა არის ბავშვობაო?-ალბათ გიპასუხებთ; -შენი უმცროსი ძმის ხელით ტარება. უცებ,ნაღმზე რომ არ აფეთქდესო... *** ოცნებაც არა?! *** მტკივა... ყველა წვეთი სისხლი, სხეულში უცეცხლოდ რომ მიდუღს. მცივა... მიათუმეტეს იმის, ზაფხულში სამყარო რომ იწვის. მშია.. გეგონება მეც,Ლუკმა არა მიმიღია. მიჭირს... სიტყვის თქმაც კი მიმძიმს, რომ მე, აღარ შემიძლია... იქ შორს... ტკივილიან გზებში,თურმე უდაბნო რომ ჰქვია... იქ შორს ... გადაბომბილ გზებში, თურმე ცხედრები რომ ,,ყრია"... იქ შორს სადაც ვინ რას იყოფს,კაცს რომ თქმა არ შეუძლია... ტკივათ ნაწამები სული, სუნთქვაც აღარ შეუძლიათ! შიში მოუხუჭავ თვალში, თითქოს ნაპერწკლებს რომ ყრიდა. შობა... იქ არავის უნდა,სადაც სიკვდილი იშობა... სიცოცხლე ხანაც არის წამება... შიმშილი მთავარი დაავადება... ტკივილი თან ნაყოლი იარა... ცრემლებმა სული გამოიარა.... ტიროდა ბიჭი,ხელთ ეპყრო ძმა გამოსაზრდელი. ბავშვობა კმარა? ან როდის იყო ბავშვობა?- არს საკვირველი. შიმშილი, დარდი,უიმედო თვალების ფერი... არ მინდა არა, ცეცხლმა დაწვას,ეს ყველაფერი... როცა თენდება, გᲔშინია არ დაღამების. როცა ღამდება, სიბნელეში არ გათენების... სახეზე დარჩენილი დამპალი იარა, სხეული გაფატრული, თვალები მშიშარა მთელ ტანზე მოდებული, ხვეული ხვიარა... სული კი,უსიცოცხლო და უფრო მძინარა. სულია გაფატრული,სხეული კიარა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.