შენს გულს არ ესმის
შენს გულს არ ესმის მზე ისევ სხივებს ყვავილებს ესვრის, ტოტზე ფოთლები გაყვითლდა, შეხმა, ფოთლის შრიალი შენს ყურებს ესმის, შენს გაყინულ სულს არ ესმის ეს ხმა. ნიავი ჰყვება წარსულის ამბავს, წვიმა ასველებს ძველ ტრფობის ერთგულს, ეს წვიმაც მხოლოდ შენს სხეულს ნამავს, ვეღარც ეს წვიმა ვერ ალბობს შენს გულს. მზე ისევ ისე ლურჯ ცაში ნათობს, მოგონებების ექსტაზში შესულს... მზის სხივიც მხოლოდ შენს სხეულს ათბობს, ვეღარც მზის სხივი ვერ ათბობს შენს სულს. სისხლის წვეთებად ცრემლები შესვეს, ცაში იელვებს ლალების კვესა, ეს კვნესა მხოლოდ ყვავილებს ესმის, შენს გულს არ ესმის აღარც ეს კვნესა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.