შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გამომყვები


27-06-2021, 11:38
ავტორი ჰაიკო
ნანახია 10 933

..მე არ მოვკვდები
თუ გამომყვები,
ლექსსაც მოვყვები..
მე არ გავქრები მარად,
სანამ რითმი მაქვს ფარად..
და ანგელოზის თეთრი ნათელი,
ქრება სანთელი,
დნება სანთელი!
ზღვის ბოროტ ტალღებს გავატან სევდას,
სევდას - რომელიც მუდამ თან მდევდა,
თუ შემრჩა ძალა - დაგხატავ ზღვებად,
და მონატრების ფერად საზღვრებად,
და თეთრ ტილოზე - რითმთ განსაზღვრებად..
მეყოფა ძალაც,
რომ ვქარგო ხვალაც,
გული ძგერს კვლავაც!
გაოცებული მომაჩერდება სულთა დამსჯელი,
და მიმიხვდება რომ არ მეკუთვნის მე ეს სასჯელი,
დალეწე სკამი,
შორს - განსასჯელი!
და ჩემი სული აღარასოდეს აღარ გაქრება,
თუ კი რითმები დღეს არ ჩაქრება,
ფერთა პალიტრა დაიღვრება ჩემი ტილოდან,
და თვით დამსჯელიც გულით ტიროდა,
ცრემლი სდიოდა,
უხმოდ კიოდა,
ჩემი სტკიოდა,
და მიდიოდა, და მიდიოდა!
და თუ სულთ დამსჯელს შევეცოდები,
ფუნჯს მოსცილდება ჩემი ცოდვები,
იხარებს გული, და დაიშლება ოხვრა-გოდვები,
ინათებს სული და ასრულდება სიზმრით ბოდვები!
მე არსად წავალ,
მე მოვალ წამად,
თუ ისევ ფუნჯმა არ გამაწამა,
კვლავ დავიღვრები სპეტაკ ტილოზე ფერებად რითმის,
ამ გრძნობის ტოლი - ვერასდროს ითქმის,
ვერც გამოითქმის!
წავალ - არასდროს,
დრომაც გამასწროს,
რითმმა გამათბოს,
ტბებმა დამატკბოს..
შევიცვლი სულსაც,
ვდევნი ავსულსაც,
წავშლი წარსულსაც,
დროს - გარდასულსაც.
ტილო არ ცვდება,
ფუნჯი არ კვდება,
რითმი ლაგდება,
გული მაგრდება,
და თვით მხატვარი -
ენით მზაკვარი,
სევდას გააქრობს,
ტკივილს ჩააქრობს,
შორს გადაკარგავს,
და თეთრ ტილოზე ახალ რითმებს თბილად დაქარგავს!

[H]



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ჰაიკოო, შენი ლექსები ძალიან მომწონს, რა ვქნაა? როცა კითხვას ვიწყებ, არ
მინდა ჩამთავრდეს...მაგრამ იცი რა? მინდა შენი ისტორიაც წავიკითხო კიდევ ერთხელ...იმედია ეგ დროც დადგება :დდ <3

 


№2  offline წევრი ჰაიკო

ბელუ შეროზია
ჰაიკოო, შენი ლექსები ძალიან მომწონს, რა ვქნაა? როცა კითხვას ვიწყებ, არ
მინდა ჩამთავრდეს...მაგრამ იცი რა? მინდა შენი ისტორიაც წავიკითხო კიდევ ერთხელ...იმედია ეგ დროც დადგება :დდ <3


ბელუ♥️ რა უნდა ქნა და უნდა იკითხო და იკითხო:) ისტორიას რაც შეეხება, ხომ გაქვს წაკითხული? თუ კიდევ გინდა, პმ-ში მაილი მომწერე და გამოგიგზავნი სამ ნაწილს. მეოთხე დაკარგულ ნაწილზე კი გადაწყვეტილება მივიღე, ახლა მალე ერთთვიანი შესვენება მექნება სამსახურისგან და თავიდან დავწერ.
გმადლობ, რომ აქ ხარ♥️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№3 სტუმარი Ana-maria

თქვენზე თბილად ახალ რითმებს ვერავინ ქარგავს!

 


№4  offline წევრი ჰაიკო

Ana-maria
თქვენზე თბილად ახალ რითმებს ვერავინ ქარგავს!


თბილო ანა-მარია♥️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent