შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

●●●


27-07-2021, 22:05
ავტორი ტერიკო74
ნანახია 1 457

აშუღებო, მეც მამღერეთ
ბაიათი,
ჩემს დარდებზეც ავატიროთ
ქამანჩა,
მეჩქარება..სანამ მოვა
განთიადი,
ღამის მუზებს გვირგვინები
დავადგათ.

ავიაროთ მთაწმინდაზე
აღმართები,
თეთრი მთვარე გველოდება
დარაჯად,
იქ მგოსნები გავაღვიძოთ
საფლავებში,
სულს ჩავაცვათ ოქროს სიტყვის
ფარაჯა.

წამომყევით,ხმატკბილებო,
აშუღებო,
სანამ ცაზე მზე ცეცხლისფრად
აალდა,
ღამეს ვანდობ დარდიან გულს,
ადუღებულს..
თორემ დილით?
დილით ისევ
"ხაბარდა!"



№1  offline წევრი თ. ა.

ღამეს ვანდობ დარდიან გულს,
ადუღებულს..
თორემ დილით?
დილით ისევ
"ხაბარდა!"
ნინა საყვარელო როგორც ყოველთვის გვახარებ შენი პატარ-პატარა სიახლეებით.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

თ. ა.
ღამეს ვანდობ დარდიან გულს,
ადუღებულს..
თორემ დილით?
დილით ისევ
"ხაბარდა!"
ნინა საყვარელო როგორც ყოველთვის გვახარებ შენი პატარ-პატარა სიახლეებით.


თამილა,მადლობა ჩემო თბილო ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent