შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ მიამბობ


15-08-2021, 16:12
ავტორი Anna)))
ნანახია 1 450

ნუ მიამბობ... ახლა ისე დაგვიანდა
პაემანი მზის ჩასვლისას , ზღვასთან ახლოს,
ის ტკივილი ვერაფრით ვერ დამიამდა,
მოგონება რომ ვიცოცხლო დამრჩა მარტო...

ნუ მიამბობ...
ყველაფერი არის გვიან,
შენი თმების სურნელს ვერ ვგრძნობ ყოველ ღამე,
თუკი რამეს დარდზე მეტი რამე ჰქვია,
ზუსტად მას ვგრძნობ როცა ვხუჭავ წამით თვალებს...

ნუ მიამბობ...
გვიანია უკვე ახლა,
შენს ლოდინში სიკვდილამდე დავიღალე...
ჩემს ოთახში არ შრიალებს შენი კაბა,
ვეღარ გითვლი ვნებიანად ტანზე ხალებს...

ნუ მიამბობ... დაგვიანდა ახლა ისე ,
ოცნებები დამეხოცნენ მიყოლებით,
ცარიელ სულს ვეღარაფრით ამომივსებ,
ჩემს თავსაც კი ვეღარასდროს ვეყოლები...

ნუ მიამბობ, გვიანია ყველაფერი,
სიხარული ჩემში მოკვდა სამუდამოდ,
დღეს თუ არა, ხვალე მაინც ხომ გავქრები,
აღარ მინდა... აღარასდროს მამუდარო..

ნუ მიამბობ... გვიანია უკვე როცა,
არგაჩენილ ჩვენს შვილებზე ყველა ფიქრი,
თუ კი ჩემმა სიყვარულმა რამე მოგცა,
არ მიაცხო ჩვენს ოცნებებს მერე ჩირქი...

ნუ მიამბობ,
გვიანია უკვე რადგან,
ვერ დამალავ სიყვარული მოკვდა თუ კი,
თუ შენს სულზე ყველაფერი ლაქად დარჩა,
დამივიწყე, დროს ნუ ფლანგავ, რაღას უცდი.

ნუ მიამბობ,
ყველაფერი წარსულს გაჰყვა,
ვნება, ლტოლვა, დარდიცა და სიყვარულიც,
მხოლოდ შენზე ოცნებების დასტა დამრჩა
და დაკარგვის უმწარესი სინანული.

ნუ მიამბობ,
დავიღალე, ჩემი გზა მაქვს,
დაგივიწყებ, ალბათ , გვიან/ არასოდეს,
რა მწარეა, ეს დღეები ძლივსღა გამაქვს,
როგორ მინდა დაგივიწყო...
არ მახსოვდე.

ნუ მიამბობ... ახლა ისე დაგვიანდა
პაემანი მზის ჩასვლისას , ზღვასთან ახლოს,
ის ტკივილი ვერაფრით ვერ დამიამდა,
მოგონება რომ ვიცოცხლო დამრჩა მარტო...

ანნა ზეიკიძე



№1  offline წევრი ალე

ძალიან ლამაზი იყო <3 ყოჩაღ

 


№2  offline წევრი Anna)))

ალე
ძალიან ლამაზი იყო <3 ყოჩაღ

მადლობა <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3 სტუმარი Tato julayidze

Wavikitxav am leqs zalian lamazad ravi tu dainteresdebi :) mnaxav saxeli da gavrit

 


№4 სტუმარი Ufulomilioneri1

ამ ლექსით ყველა საღამოს ვსარგებლობ ^_^ ძალიან მაგარი ლექსია :))

 


№5  offline წევრი Anna)))

Ufulomilioneri1
ამ ლექსით ყველა საღამოს ვსარგებლობ ^_^ ძალიან მაგარი ლექსია :))

ვერ მივხვდი რას გულისხმობ სარგებლობაში :))
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent