*ფიქრები*
რატომ გნატრობ და რატომ მიყვარხარ?! რატომ ვერ ვიგებ ჩემთვის ვინახარ?! რატომ არ ქრება შენზე ფიქრები?! რატომ მჯერა რომ ჩემი იქნები? როდის დადგება ეს წამი ჩემთვის? არ დავიშურებ არაფერს შენთვის, აი,ავყევი ოცნებას შენზე ხელიც მომიხვდა თვალებთან ცრემლზე, აღარ მინდა რომ მახსენდებოდე შენზე ფიქრებში ვიკარგებოდე, ნუთუ ახდება ჩემი ოცნება და დაისვენებს ჩემი გონება, აღარ იქნება ფიქრები შენზე ალბათ, უფრო მეტს ვიფიქრებ ლექსზე აღარ ავყვები შენზე ოცნებას ამ დღეს დავარქმევ ტკბილ მოგონებას , მაგრამ , არ მინდობს მე სიყვარული მწარედ დაფლითა მან ჩემი გული , ამაყად მდგომმა ერთობ დავეცი შენი გულისთვის სული გავეცი, არც შემომხედე , არც დამიფასე უბრალოდ წადი დამტოვე ასე , ასე სულის და გულის გარეშე მრავალი წელი აქ ვითარეშე , ვიფიქრე სხვასაც ვიპოვნი ვინმეს და მოვიხსნიდი მე ამ ტვირთს მძიმეს, ვერ შევეგუე მე ფიქრებს სხვაზე უკვე ძლივს ვაბამ სიტყვას სიტყვაზე არ ვიცი როგორ გითხრა შენ რამე მარტო ვზივარ და მოვიდა ღამე, ღამე რომელმაც ფიქრი არია და მისი ხელი გულში ჩარია, მე ხომ ვცდილობდი მეფიქრა სხვებზე ღამემ კი მთხოვა მეფიქრა შენზე, შენზე ფიქრებში ეს აზრი მოდის ჩემი გახდები,ნეტავი როდის? ღამე ნელ-ნელა მიიზლაზნება ფიქრები შენზე ჩნდება და ჩნდება, ჩემი გული კი ნელ-ნელა კვდება სული კი მიდის ჰორიზონტს ცდება, შენზე ფიქრებით,შენზე ლოცვებით და ანთებული ლაღი ოცნებით ოცნება რაზე? მიუწვდომელზე, სხვაზე არა და უბრალოდ ქალზე ქალზე,რომელიც ჩემი არ არის ნეტა,რუსთაველი ახლა სად არის რომ გავუმხილო ჩემი დარდები და მან რომ მითხრას სად ვიკარგები, მაგრამ რუსთაველი უკვე მკვდარია ჩემს გონებაში ისევ ქარია, ისევ კითხვები პასუხს გარეშე პასუხისათვის აქ ვითარეშე, ასე,სულის და გულის გარეშე და ეს კითხვებიც პასუხს გარეშე, რატომ გნატრობ და რატომ მიყვარხარ? გთხოვ,ამიხსენი ჩემთვის ვინახარ.? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.