შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

....


8-01-2022, 04:16
ნანახია 1 475

დღეს ისევ გნახე, ისევ შეგნიშნე
ისევ მალულად ისევ შორიდან,
გიყურებ გხედავ და ვერ გეხები და ეს მამძიმებს ვფიქრობ ძალიან ...
და შენც გამოჩნდი , მძიმე ნაბიჯით, ამოუყევი ჩემს ქუჩას ჩუმად, თვალებს აცეცებ ვფიქრობ მე მეძებ და მხედავ კიდეც , მეტყველი  მზერით მატყვევებ ისევ .
ბაგეებს შენსას  ღიმილი ურბენს ჩუმი მალული თან იდუმალი,
ისევ დუმილით ამივლი გვერძე თითქოს უტეხი ქვასავით მყარი, მაგრამ მე ვხედავ  თავშეკავებას, მძიმე სუნთქვას და სწრაფ გულის ფეთქვას, ისევ ჩავუვლით ერთმანეთს ჩუმად,
ურეაქციოდ,მყარად, ამაყად, მაგრამ თვალები ხომ გვყიდის ყველას შენი თვალები, ცასავით ღია,ზღვასავით ღელავს.
შენი თვალები, ოხ ეს თვალები ლაღი  ბავშვური, ანცი, გულწრფელი ხან  მედიდური ხანაც თავხედი, თვალები შენი ზღვისფერი არის .
უთქმელი,რომ ხარ უკვე გავიგეთ  მაგრამ გაგყიდეს შენმა თვალებმა,  გაქცეს ძვირფასო აღარაქვს აზრი, ჯიუტი ხარ  და თანაც ძალიან  ,იცი, მგავხარ თითქოსდა კიდეც , მეც ხომ ასევარ ჯიუტი გულქვა თითქოსდა ვებრძვი ქარიშხალს ჩემში,
მაგრამ დამღალა შენთან ამ ბრძოლამ მორჩა დავზავდეთ,დავნებდეთ ბედს, იქნებ დამინდო  აღარმაქვს ძალა, რომ შევებრძოლო  შენს მიერ შექმნილ ამ ქაოსს თუბდაც .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent