შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,, მშობლიურო საქართველო''


1-04-2022, 22:55
ნანახია 1 198

მშობლიურო საქართველო,
გტოვებ 20 აგვისტოდან,
არ გეგონოს წერილს ვწერდე,
გორიდან და თბილისიდან.

ოცი წელი შემისრულდა,
საქართველოს ყურზე ვჭამდი,
ღვინოს ვსვამდი ჩემს ნებაზე,
ვწითლდებოდი როგორც ვარდი.

საყვარელი მყავდა კიდეც,
მე მიყვარდა მას ვუყვარდი,
ბოლოს ერთმანეთს დავშორდით,
როგორც ეკალი და ვარდი.

მამა ომში დამეღუპა,
სახლში დამრჩა ძმა და დედა,
ოჯახი რომ მომემართა,
დამაცადა განა ბედმა.

მე სამხედრო მსახური ვარ,
მეც დავტოვე ტურფა მდელო,
ნეტავ კიდევ რო მოვესწრო,
რომ ვკვლავ ვნახო საქართველო.

საქართველოს რომ ვტოვებდი,
ცრემლმა თვალიდან იწყო დენა,
მეგობრები მეხვეოდნენ,
როგორც ღრუბლებს ცისარტყელა.

საქართველოს დავტოვებდი,
განა ამას ვიფიქრებდი,
მაგრამ ხედავთ იმერელი,
როგორ ზუსტად მივედი,

მომენატრა საქართველო,
უფრო მეტად გოგონები,
ძილშიდაც ვეღარ ვისვენებ,
მე იმათი მოგონები.

მივატოვე საქართველო,
ქუთაისის კომბინატიც,
მაშინ ვიყავ,
ხედავთ ეხლა გავხდი ყური.

სამი წელი ჰაუ ძმებო,
რომ იცოდეთ რა ძნელია,
რადგან ,,ბეზ ნა ტრეჩენიეტ,
ერთხელ ასე მიმღერია.

ძილში მესმის პადიომი
,,ატბოი და ბეგომაში,,
როდის გავა სამი წელი,
როდის წავალ ნეტავ სახლში.

არც ფული მაქვს ღვინო მინდა,
რადგან ვარ ქართული მიწის,
მაგრამ ,,ბეზ ნა ტრეჩენიეტ,
გადამიდგა მხარზე ბიჭი.

მეშინია ბაობახტის,
და არ მინდა შიდ რომ ჩავჯდე,
ვითმენ მაგრამ ამოდენა,
რაღა დავრჩი დავიტანჯე.

ისე ვხტუნავ პოლიტიდან,
როგორც უხედარი კვიცი,
დიდი ხანი არ გაივლის,
გავქრები მე მალე ვიცი.

თუ არ ჩავიცვი ტანზე მალე,
ტრენიროვკა გაკლიაო,
ატბოიდა პადიომი,
შენთვის ეხლა მადლიაო.

აბა ლაჟის გურამია
ბისტრო ბისტრო ჩევერისტო,
ოც წამში თუ დაწვები,
მხოლოდ ეგ გიშველსო.

რომ არ დავწვე რა ჯანი მაქვს,
ბისტრო განა ნელ-ნელა,
ოხ ამდენმა პადიომმა,
დამტანჯა და დამანელა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent