შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენი გეძებე


22-04-2022, 14:11
ავტორი ერკე
ნანახია 11 199

რამდენი გეძებე
მთელი მთა და მთელო
ბოლოს შენ გიპოვე,
ჩემო სანატრელო,
მსურს ჩემი გრძნობებით,
სულზე გადაგევლო
გულში სიყვარული
ვნებით დამმართეო,
სიტყვა სილამაზის
მომხვდა ფარად მეო,
მარად შენთან ვიყო
მარად გფარავდეო,
სინათლით ავივსე
კოცნით ამანთეო
მოდი საიდუმლო
ყველა გამანდეო,
თუკი გაიბზარა
მსურს რომ გავამთელო,
ჩემო სხივმფინარო
ჩემო სანატრელო,
მცხუნვარე ალივით
ვნებად დამანთეო,
უშფოთველ ქალივით
მიცქერ ანაზდეულს.
შენი სურნელი რომ
ქარში გაფანტეო
მას გამოვყევი თვით
სახლის კარამდეო,
მზე ხარ თავისთავად
დილის ზარამდეო,
ყინვას სითბოდ აქცევ,
ავდარს - დარამდეო.
თვალწარმტაცი რომ ხარ
მოველ შენამდეო
მყისვე შენი თავი
მხოლოდ მე მანდეო,
ხანაც მაკვირვებ და
ჩემზე თან მმართველობ
პატარა ყოფილა
ჩვენი საქართველო,
იქნებ ამ ცხოვრებამ
ფეხით გადამთელოს
შენ ვერას დაგაკლებს
ჩემო თვალნათელო....
რამდენი გეძებე
მთელი მთა და მდელო
მაინც ხომ გიპოვე
ჰო... მაინც გიპოვე.

სიცოცხლის ბოლოსკენ
ბედნიერ ბარათებს
გავგზავნი შორით და
შენით კვლავ გავაფრენ.
როდესაც მთავრდება
იწყება ახლიდან
გპირდები არ წავალ
შორს ჩვენი სახლიდან.

ამ გრძნობის ბილიკებს
ნეტავი ვინ იგებს.
გულის სწორს გირიგებს
და გჩუქნის სამიზნეს.
ე.მ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent