შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარია ყველგან


3-10-2022, 00:31
ავტორი LO LI TA
ნანახია 10 035

ქარია გარეთ,ქარია სახლში
ისე გიყურებ თითქოს ვერ გხედავ
შენი დუმილი არაფერს არ აცვლის
თქმა გინდა მაგრამ მაინც ვერ ბედავ

იქნებ ზედმეტად გაუფასურდა
ჩემი სხეულის ყურება შენთვის
ალბათ არაფერს არ გეტყვი ახლა
ანდაც არვიცი რამე თუ მეთქმის

უბრალოდ ვსხედვართ სიბნელის მიღმა
ორივე ვითმენთ ერთმანეთს ახლა
ვეღარ ამიტან და საბოლოოდ
არც შემომხედავ ისე მთხოვ წასვლას

ქარია გარეთ ისევ ქარია
მე მივდივარ და გიტოვებ სითბოს
შენი პირიდან მესმის ყვირილი
შენიგული კი სხვა რამეს ითხოვს

მაგრამ ასეა და მეშინია
არ დაგავიწყდეს რომ აქ ვიყავი
ჩემო სიცოცხლევ მინდა გისურვო
სულ ბედნიერად ყოფილიყავი.



გარეთ ქარია,სახლში კი თბილა,
მაგრამ რატომღაც შენს გულში გრილა.
--------------------
ლ.თ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent