ფიქრები
ვწევარ საწოლზე ფიქრებით ხელში არ მაქ იდეა დრო გადის ბნელში დიდიხანია არ მიწერია ხოდა, გადმოგცემ მე შენ ამ ლექსში ყველა დღე შენზე იწყება ფიქრით მთავრდება ღამით, მუზების პიკით ფურცლებს რომ ვეღარ გავუმკლავდები გადავაგორებ მთელ ღამეს ვისკით პირველად გნახე, ცინიკურად რომ ჩაიღიმე, მეც გავიღიმე რაუნდა მეთქვა ბევრი ვიფიქრე, დაცარიელდა ჩემი თავი და გადავიფიქრე წავედი სახლში… და მეგონა რომ დაგივიწყე გამახსენდი და გამეღიმა იქვე მალულად ვფიქრობდი შენზე გრძნობები მქონდა სულ დამალულად კუთხესთან ვზივარ და გაგაყოლე თვალი ფარულად მაშინვე ცეცხლი მომეკიდა ვგრძნობ სატანურად შენდამი გრძნობა ნელ ნელა ქრება მხოლოდ შემოსვლას დაიწყებს ვნება დიდი ხანია არ მინახიხარ ყოველ ნახვაზე სამყარო დნება სამყარო დნება, იშლება ხედი მე შენ გიყვები ლექსებს რომ ვწერდი უწყვეტლივ გხედავ, უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ შენზე ყოველი გვერდი ქარი შრიალებს და მე ისეევ მზე გამოვიდა და მე ისეევ წვიმაც მოვიდა და მე ისევ, ვწევარ საწოლზე ფიქრებთან ერთად აქ ვარ, ან არ ვარ შენ ხარ ან არ ხარ, ვაგრძელებ ფიქრებს ძაან მიყვარხარ ან არ მიყვარხარ ესაა ფიქრი აღარც მჭირდები უშენოდ მივქრი ღრმად დამალულმა ჩემმა გრძნობებმა გააღო კარი, დაიწყო ფლირტი ვისთან მივდივარ არვიცი თვითონ, ვიფიქრე რომ შენ მიყურე ვითომ ჩაფიქრებულმა შენმა თვალებმა რომ შემომხედა მეგონა თითქოს ვბრაზდები, თუ ვერ ვლაპარაკობ შენთან მთელი დღე, გავბრაზდი, მეთუ ვერ ჩავკიდე შენი ხელი ჩემს გავბრაზდი მინდა გავუბრაზდე გამბედაობას, დამტოვა გზაზე ფლირტით ხელში, როგორც ნაომარს ვიფიქრე ბევრი და გავიაზრე მე რაღაც ერთი, რაც უნდა მოხდეს არ შეიყვარო ცაზე ქალღმერთი. ტ.ჩ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.