შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,გამუქდა ტონი"


31-01-2023, 22:13
ნანახია 621

სიკვდილისფერი ჩასდგომიათ ლამაზ ყვავილებს....
დღეს ვერაფერი ვეღარ მაღიმებს....
ფირებად გავუშვი კედლებზე ლექსები...
ყველა დაესია მათ როგორც მწერები...
ოხ ეს ბინძური ხელები...
ოხ ეს უსარგებლო ფერები...
უნიჭო დღეები...
უაზროდ ნაქსოვი ქსელები....
სიკვდილისფერი ჩასდგომიათ ლამაზ ყვავილებს....
დღეს შავ-თეთრია ჩემთვის სყაროოო.....
მინდა ეს სისხლი, როგორც წყალი ისე დავღვარო....
არ ვიმსახურებ წუთებს, წამებს, საათებს, დღეებს...
ჩემ თავს მე თვითონ შევუქმენი დიდი სამსჯავრო....
ზურგი ვაქციე სახეებს, მზეებს, ტყეებს და ველებს....
სიკვდილისფერი ჩასდგომიათ ლამაზ ყვავილებს....
როცა ვუყურებ ლურჯების მუქდება ტონი....
სულ მთლად გავგიჟდი.... ეს მთლად მაგიჟებს...
სულ მთლად გავგიჟდი... მართლა გავგიჟდი მგონი...
ამ სიგიჟიდან გასასვლელი ჩავქოლე კარი...
ერთად გავავლე წინაღობები, დღეს ,როგორც ლარი...
ისე ავაწყვე, როგორც ფანდურის სიმი...
ისევ ვიპარავ, როგორც ქურდი, უნახავ ღიმილს....
ისევ მიქრიან მიფრინავენ ეს წლები სადღაც ....
სულ არ მადარდებს მელოდება ან თუ არ მიცდის....
ერთი ვიცოდე საით აქვს გეზი, საითკენ მიდის?!..
ყელში გაჩხერილ ბურთს ვაბრუნებ უკან...
დუმილს ვარჩევ ლაპარაკს მუდამ!..
დღეს ეს სამყარო უცნაურ ხალხს თვალებს არიდებს...
სიკვდილისფერი ჩასდგომიათ ფერად ყვავილებს....



№1  offline წევრი ჰაიკო

თვითგვემა სულის ცხონებისკენ მიმავალი გზაა.
ლექსი მომეწონა.
წარმატებები.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent