* * *
რაში მჭირდება ბასრი სიმართლე, თუ ათინათებს ვაბარებ მიწას?! ხელში მიჭირავს აწმყო მოკვდავი და უკვდავებას ვეწიო მინდა. ბრბოსთვის ათასჯერ შემოიღამებს. მე კი მომბეზრდა უკვე წყვდიადი. რას მომცემს შენი ბასრი სიმართლე? ან ფერგამკრთალი ეს განთიადი? ბინდდება. ღამე ახლოა სულთან. ვდარაჯობ სიზმარს, სარკმელთან ვუცდი. ქარს მოაქვს ჩუმი, შენი ჩურჩული და გათელილი ბალახის სუნი. დაე მჯეროდეს,თუ დაგიჯერე! დაე მეგონო ბავშვურად წრფელი! განთიადისგან სულის ხსნას, ბავშვო! დიდი ხანია მე აღარ ველი. აღარ მჭირდება ბასრი სიმართლე, თუ უკვდავებას ვეწიო მინდა! ხელში მიჭირავს მოკვდავი აწმყო და ათინათებს ვაბარებ მიწას... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.