ველური დაისი
მარად დარჩება ის ტკბილი გრძნობები რაც ვერ გითხარი ამ დროს მანძილზე, ვიცი უშენოდ ნაზად დავჭკნები როგორც ყვავილი ველურ დაისზე. და ვიფიქრებდი შენ გიფიქრებდი მთვარიან ღამეს ვარსკვლავი წყდება, ვით ფიროსმანი გულდაწყვეტილი სიყვარულისგან ნატანჯი კვდება. თუ კი შენ მოხვალ ფიქრებში ნატვრად გულჩათხრობილი შენს გვერდით ვივლი, უკვდავყოფილი ვით სათნო მერი გაზაფხულივით მშვიდი და წრფელი. რად ჩაქრა ასე ჩვენი დროება, რამ არ დაინდო ჩვენი გრძნობები, ნუ თუ არიყო ეს სიყვარული ჩვენი ნანატრი ერთად ცხოვრების. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.