ყველაფერი კარგად იქნება!
ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება იფიქრე კარგი და დაიხსომე, რომ ყველაფერი კარგად იქნება ! როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას შენი ცხოვრებაც ისე იქნება, გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლისა და ყველაფერი კარგად იქნება ! ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება, ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება ! როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი: ყველაფერი კარგად იქნება! რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები შენი სიცოცხლის წუთი ითვლება რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება! თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება: ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება! როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგვარჩენს, თქვი: ყველაფერი კარგად იქნება! დიდი ნიჭია თავშეკავება ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება! როდის იქნება? როგორ იქნება? როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.