შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდაცვალებას ველი!


18-10-2024, 21:02
ავტორი Gravida
ნანახია 663

ო! როგორ ცივა,ბნელა,
თავზე მაქუხს და მწყევლის
ბედის განგება მწვავე
ვით უბინაო დღენი.

ო! როგორ მტანჯავს მოდგმა,
სულის გაქრობა ბნედით!
ჩემი არს მუდამ ტანჯვა და
გარდაცვალებას ველი.

სრულ სიბნელეში მუქად
დავეხეტები მწველი,
ამ სინაწიფის მოდგმის
გარდაცვალებას ველი.
თუმც აქ ზამთარი მოდის,
და შეიცვლება დღენი!
ამ უბინაო კაცთა
გამწამებელი ბედი.
და აქ გათეთრდა სული
და გამეყინა ხელი!
ჩემი არს ხელმწიფება
და გარდაცვალებას ველი!

ვზივარ უხმოდ და წყნარად,
მხოლოდ საკრავი უკრავს,
მე გამვლელი ვარ ტანჯვის
და მე უფილტვოდ ვსუნთქავ!

გვერდით მყავს მხოლოდ ჩემი
უბინაოთა ბინა,
და ამ ტანჯვაშიც დღემდე
შემინარჩუნა წმინდად.

მე ხელმწიფე ვარ ტანჯვის
და უბიანო კაცთა!
მე სულ მჯეროდა შენი
რომ შენ შეგეძლო დაცვა,
ამ უკუნითი ბედის!
ამ უღიმღამო კაცთა!

ო! როგორ მტანჯავს მოდგმა,
მე მაძლიერებს ერთი...
ამ უბინაო ბედთა
გარდაცვალებას ველი!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent