სიცარიელე
ფიქრების სიმშვიდეს ვითხოვდი მხოლოდ, და შენ მიძღვენი გრძნობათა ღელვა, ჩემი სული ხომ უმალვე კვდება, როცა ღრმავდება უფსკრულთა ნება. ნება გულისა, რომ იგრძნოს ცემა, ნება სხეულის, რომ იგრძნოს შვება, ჩემი სული კი უმალვე კვდება, როცა სიმშვიდის სიელვე ტყდება. გრძნობა რომელიც შენ დამიტოვე, დატოვე მხოლოდ სიცარიელე, მე სულ ვეძებდი სხეულში სითბოს, მაგრამ ყინული შემოვიტოვე. ვცდილობ გავალღო, ვცდილობ შევეხო, მაგრამ წერტილი მაშინვე წყდება, მე კი არმინდა დავტოვო ვნება, მე კი არმინდა ვითხოვო შველა. სიცარიელე მთელდება მაშინ, როცა მოდის და რჩება ცრემლები, ისინი შენთვის შემოვინახე, გიძღვენი შვებად მოგეცი ძნელად ვიწამე ღმერთის გავეცი ნება, ნება ჩემივე, რომ ვიგრძნო ვნება. სხეულის ენა ვისწავლე სხარტად, და გესაუბრე მე მრავალჯერად, შენი სურნელი დარჩება მარად, მაგრამ შენივე სული კვლავ ქრება. ვიბრძოლე შენთვის, დავკარგე ბევრი დავრჩი მხოლოდ მე, და ჩემი ბნელი ამ სიბნელეში გეძებე სანთლად, მაგრამ შემომრჩა ჩემივე ხელი, უკვე აღარ მწამს არცერთი ღმერთის, უკვე დავტოვე სხეული ჩემი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.