შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივდივარ


20-05-2025, 18:07
ავტორი ვე რა
ნანახია 152

მივდივარ. ეს ბოლო წასვლაა.
მივდივარ და აღარ ვბრუნდები.
მითვლიან გადადგმულ ნაბიჯებს
უსულო, უგულო წუთები.

მივდივარ. არ ვამბობ: მშვიდობით!
არც ვწუხვარ, რომ წასვლა ბედია.
სულის ხსნას მაგონებს რატომღაც
ჩემი ეს გაქცევა შენიდან.

მივდივარ, გზა ისე გრძელია.
წვიმებმა სევდები წაშალეს.
და უკვე ბინდდება ფიქრებში.
ეჰ, რა გაათენებს ამ ღამეს?!

და თუ ამ ღამესაც გავუძლებ...
გზის ბოლოს განთიადს შევხვდები...
სხეულს ამივსებენ ახლიდან
შენგან ამოშლილი ფერები.

უკვე სათითაოდ დავწყვიტე
შენს გულთან გაბმული სიმები.
ჟანგბადით ავივსე ფილტვები,
სუნთქვისთვის სულ აღარ მჭირდები.

მივდივარ და გზა რა შორია...
ფიქრებმა ამრიეს, დამრიეს...
დამშვიდდი და ხელი გამიშვი
გთხოვ, ჩემი ტკივილიც გაიგე...

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent