***
ისევ ჩემზე ვწერ, რადგან ჩემს თავს ვიცნობ მგონია. სხვაზე რა ვწერო? ჩემივე თავს ზოგჯერ გავურბი. უცნაურია , ახალს ვიწყებ უკვე ოცნებას! ძველი სურვილის ასრულებას თავად არ ვუცდი. საოცარია, სარკეში რომ ჩემს თავს ვუყურებ. და თვალებიდან სულ სხვა სული მარიდებს მზერას. ასე არეულს აღარ მივდევ უკვე ოცნებებს. მაგრამ სადაც ვარ იქვე ვიდგე, ფიქრობ ოდესმე.... და მეშინია რომ ვერაფერს შევცვლი საჩემოდ. ისიც მაშინებს თუ ცვლილება ამირევს ფიქრებს. და მერე ფიქრს ვწყვეტ ... და უბრალოდ ,ასე უაზროდ ვუყურებ საათს, უფრო სწორედ საათის ისრებს... ეს უძრაობა? აგონია? თუ აპათია? თუ დეპრესია? ოჰ, არც კი ვიცი... ვერა ვერ ვცნობ საკუთარ ხალისს!!! და დრო კი გადის... გადის...და გადის... ასე მუდმივად ყველაფერი იცვლება ახლით! თუმცა სამყარო იგივეა რაც იყო მაშინ, რომ ვოცნებობდი, მქონდა მიზნები. ახლა კი მხოლოდ ისრები გარბის. მე აქვე ვრჩები. მეკარგება ჩემივე თავი... და ამ წუხილში საათები, დღეები გადის... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.