შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*****


8-07-2025, 23:10
ავტორი ika abashidze
ნანახია 198

I

dot, dot, dot

მრავალწერტილში,
წერტილებს შორის,
ხომ მაინც გზაა?
მე შენს ფეხებ-ქვეშ დაფენილი
ბზა ვარ.
მე ხომ, ტაძრამდე, გზა ვარ...
...
ხან ხმას მოვუსმენ, ბოხს,
ხანაც, არ გავჩერდები,
შენს კედლებში გავჟონავ
სიტყვების თქორს...
kyrie eleison
სიჩუმედ არ დაგჯერდები.
...
მრავალწერტილში,
წერტილებს შორის,
ხომ მაინც გზაა?
მე შენს ფეხებ-ქვეშ დაფენილი
ბზა ვარ.
მე ხომ, ტაძრამდე, გზა ვარ...







II

entitiy within

ცრემლებ-ქვეშ
დამბალ-დამღვალ წიგნის გვერდზე,
სიტყვად დავიბადე...
...სიტყვად მჭირდები!
რომ ერთად მაინც
მივიდეთ რამე აზრამდე.
ხერხემლად მჭირდები!
მარტო თვალებით,
როს ავალ აბა, ცამდე?
ტაძრად მჭირდები!
აბა, ფრესკა, მარტოკა,
გინახავს ცაზე?
კედლად მჭირდები!
მაგრამ, სანამ მივედი
მიყრდნობამდე...







III

mad

შენს ტბასავით თვალებს,
ჩემს კისერ-ნაპრალში
ჩაძირვა-ჩაწოლას მოვთხოვ...
...
რა ვუყო,
ფერიც რომ მომწონს...
რა ვუყო,
ხმაც რომ მომწონს...
რა ვუყო,
თვალებში ჩაწვენილ ტბას,
ზღვასავით რომ ბობოქრობს...
...
i carry myself to your door
like a book of mormon.





IV

siamese in heart

აღთქმა შენს წინ...
დავძრწი შენი ყელის გარშემო,
შენს ლავიწებზე,
თითქმის სულ უხმოდ ვჩხრიალებ,
როგორც ჯვრის ძეწვი.
...
ორივე მოვკვდებით,
ორივე ტოტებად,
ერთურთის ხეებს
ჩამოვტყდებით,
თუმცა,
მე რად ვიდარდო?
შენს მკლავებს შორის
ჩატეხილ ნაპრალებში,
შენი ნაკვთების ჩრდილად ჩავწვები.
...
უფერო საფლავის ქვაზე,
შენი თვალების ფერის
ექოდ დავრჩები.








V

dielogue

ნუ შემოაღებ კარებს,
თორემ, ხომ უწყი...
ჩემი ცარიელი უპეები
დავამგვანე სულის კარცერს.
ნუ შემოაღებ კარებს...
ხომ ხედავ,
უშენოდ, ფიქრებმა შენზე,
ძველ კომოდებზე
მტვრის მოლეკულებად გამფანტეს...
მტრისა წყლულებად, მტრისა ტანზედ,
დამაშვრალზე,
ჩამაცხრეს,
იარების სუდარა ჩამაცვეს.
...
ნუ შემოაღებ კარებს!
თორემ, ხომ უწყი?
მარტო თვალებით არა ვარ უტყვი.
...თვალებიც აღარ მაქვს,
შენს სარაფანზე ცრემლად მიპკურებულს,
ცრემლად დამშრალს...
ნუ შემოაღებ კარებს!
თორემ, ხომ უწყი?
სცენის მონოლოგი,
დამაქვს, წლებია,
ბებერი გულით...
ხომ უწყი?



№1  offline წევრი Sapovnela

Keep writing. Somewhere, someone will find your poem and feel understood for the first time..❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent