ვიცეკვებთ დაისს
ღამე დავღალე მე შენზე ფიქრით, მთვარე აღარ ჩანს, მე მემალება. გული წავუღე მე შენზე დარდით, კიდევ ვკითხულობ რად მემალება?! დღეს არ უყვარხარ, ცდილობს გაგექცე. მზე ხალისს მომგვრის, დამაიმედებს. ეს დღეც გაივლის სიცოცხლით სავსე. იქნებ მამხნევებს, რატომ მამხნევებს?! ვერ ვიღებ მათგან ნუგეშისცემას. მე შენ მჭირდები, შენ მე მამშვიდებ. მოდი წამიღე, როგორც ფოთოლი, ნიავს, რომ დააქვს უცხო ნაპირზე. შეგიყვარებენ შენც, მზე და მთვარე. მხოლოდ მითხარი - ,,ვერ ვძლებ უშენოდ". მაშინ ძვირფასო ვიცეკვებთ დაისს, შევხვდებით ერთად აისის სიოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.