შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარე და ზღვა...


27-02-2015, 09:43
ავტორი BusaMariami
ნანახია 4 828

მთვარემ ბნელ ნისლში ჩაძირა ღამე,
ზღვამ მოიტანა მრავალი წყენა...
ხმა ამოიღე!მითხარი რამე!
რომ გაიფანტოს ამ გულში სევდა...

დრო გადის, თუმცა ძალიან ნელა...
მთვარე მარტოა, გარეთ კი ბნელა.
ხმა ამოიღე! მითხარი რამე!
და გთხოვ...შეწყვიტე ცრემლების დენა!

მთვარე ხმას არ მცემს, ზღვას ისევ მოაქვს
მრავალი დარდი, მრავალი წყენა...
ნისლი დაბურავს ყოველგვარ ნათელს
ფესვებს გაიდგამს ჩემს გულში სევდა...

ხმა ამოიღე! მითხარი რამე!
სიჩუმეს არღვევს უმწეო ძგერა.
მთვარემ ბნელ ნისლში ჩაძირა ღამე,
ზღვამ მოიტანა მრავალი სევდა...



№1  offline წევრი EiLuL♥

ვისი ლექსია ?
--------------------
elene

 


№2  offline წევრი BusaMariami

ele ^.^
ვისი ლექსია ?

ლექსის ავტორი მე ვარ
--------------------
მე ვჩურჩულებ რომ ამქვეყნად თავად სიყვარული მიყვარს!
გამეღიმა...ამ წამს ის ვთქვი რაც არასდროს არსად მითქვამს!..

 


№3  offline წევრი CooLPlaYeR

დრო გადის, თუმცა ძალიან ნელა
მთვარე მარტოა გარეთ კი ბნელა
ხმა ამოიღე!მითხარი რამე!
და გთხოვ... შეწყვიტე ცრემლების დენა.


უძლიერესიაა love love რაც მთავარია გრძნობით დაწერილი

 


№4  offline წევრი BusaMariami

[quote=CooLPlaYeR]დრო გადის, თუმცა ძალიან ნელა
მთვარე მარტოა გარეთ კი ბნელა
ხმა ამოიღე!მითხარი რამე!
და გთხოვ... შეწყვიტე ცრემლების დენა.


უძლიერესიაა love love რაც მთავარია გრძნობით დაწერილი[/quote

მადლობა love
--------------------
მე ვჩურჩულებ რომ ამქვეყნად თავად სიყვარული მიყვარს!
გამეღიმა...ამ წამს ის ვთქვი რაც არასდროს არსად მითქვამს!..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent