შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა სითბოს ძიებაში ...


28-02-2015, 23:05
ავტორი cinderella12
ნანახია 2 251

მინდა დავიკარგო,მოვწყდე რეალობას,
მინდა ჩავიკეტო ჩემს ფანტაზიაში,
მინდა ჩამეძინოს და ზღაპარში გავჩნდე,
დავტოვო ტკივილი სადღაც შორს,წყვდიადში.
არაფერი არ ვარ,წასასვლელი არ მაქვს,
დასაკარგიც ალბათ არა გამაჩნია,
მინდა ჩამოვრეცხო ყველა შავი ლაქა,
რაც ჩემმა სიცოცხლემ ჩემს სულს დააჩნია.
უაზროდ დავდივარ,თავგზააბნეული,
აღარავინ არ მყავს,არც არავინ მყავდა,
ჩემთვის დავჯდებოდი სიბნელის კუთხეში,
რომელიც სიჩუმით ალბათ ჩემს გულს გავდა.
დავრჩი მეოცნებედ,უშნო მოგონებად,
ალბათ დედამიწას ტვირთადვე ვექეცი,
მე ზღაპარი მინდა სიხარულით სავსე,
რადგან ტკივილს აქაც ვერსად გავექეცი.
გამოვცარიელდი,ფიქრიც გამეფანტა,
არც არაფერი დევს ასეთ ქმნილებაში,
განა ვერ მიცანით?ახლაც მარტოს მტოვებთ?..
მე ხომ გოგონა ვარ სითბოს ძიებაში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent