შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმა ისევ ასველებს ...


5-03-2015, 00:09
ავტორი Anna)))
ნანახია 3 103

წვიმა ისევ ასველებს შენი ტუჩის ბალიშებს
და გითრთიან ტუჩები_თითქოს კოცნა სწყურიათ,
ახლა აქ რომ მოხვიდე აღარასდროს გაგიშვებ
და ვინ როდის რას იტყვის არ მადარდებს სრულიად...

მიყვარს წვიმის წვეთები შენს მომღიმარ სახეზე
მიყვარს შენი თვალების საათობით ყურება,
როცა ცივი წვიმის დროს თავშესაფარს დავეძებთ
ჩვენს გარჩემო სამყარო უცაბედად სულ ქრება.

ანა ზეიკიძე
მიყვარს შენი სუნთქვის და შენი ხმის მოსმენა,
შენი ყველა ჩასუნთქვით დარღვეული სიჩუმე,
და ამ ქვეყნად ყოველ დღე მიყვარს შენით ცხოვრება,
უცბათ სუნთქვა მეკვრება როდესაც შენ გიყურებ...

მიყვარს შენი თვალები სიყვარულით გამთბარი ,
შენი თბილი ღიმილი ჩემთვის მზის სადარია,
როცა ჩემთან არა ხარ მართლა ძლიერ მაკლდები,
და ყოველდღე სულ უფრო მიყვარდები ძალიან.

...ახლაც წვიმა ასველებს შენი ტუჩის ბალიშებს...
და გითრთიან ტუჩები თითქოს კოცნა სწყურიათ,
ახლა ჩემთან რომ იყო აღარასდროს გაგიშვებ,
და ვინ როდის რას იტყვის არ მადარდებს სრულიად ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent