რისთვის მოვედი,რისთვის მივდივარ?
თვრამეტი წელი გავიდა უკვე, რისთვის მოვედი,რისთვის მივდივარ? ვიცხოვრე ბევრი, რა გავაკეთე? ვინ შევიყვარე?ვინ შემიყვარა? მარტო ვიყავი მთელი ცხოვრება და ესეც ფეხ ქვეშ მეცლება უკვე, სულ ორპირობა და სულ სიცრუე, მეტი რა ვნახე? რა გავაკეთე? სულ ვატყუებდი ამ ჩემს ცხოვრებას და ახლა თვითონ ის მომატყუებს. თვალს ჩამიკრავს და თან გამიღიმებს, მერე კი მარგებს მე ცივ სამარეს. გული მტკიოდა მთელი ცხოვრება, ჩემი გარშემო არვის ესმოდა, ჩემში ყოფნა ხომ არვის უნდოდა, ჩემი გულისთქმა არვის ესმოდა. ყველა მკლავდა და მანადგურებდა, ჩემი გრძნობების არვის ესმოდა, ყველას უსულო საგნად მივაჩნდი, ჩემთან ყოფნა ხომ არვის უნდოდა. სტაბილურობას არ ვეძიებდი, საათის ისრებს თან მივყვებოდი, სულ ვიცვლებოდი და ვიცვლებოდი, მაგრამ გარშემო სუყველას ვძულდი. მე პატიებაც არ შემიძლია, არც შეცოდება მე აღარ ძალმიძს, ამიტომ გეტყვი რომ შორს მივდივარ, და აღარასდროს არ დავბრუნდები. მე არც ცხოვრებამ მარგუნა ბედი და არც სიკვდილი მექნება ტკბილი. ავიღებ დანას,გულში ჩავისობ, იმ გულში ადრე შენ რომ გეტრფოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.