მამის განცდილი აბორტი - ბაჩო ზაქაიძე
გრძნობა როდესაც დაიბადა ჩვილი ბავშვივით, ვგძნობდი რა იყო ღმერთის ძალა ადამის შექმნით. ამ ამბის შემდეგ ვეღარაფრით ვეღარ დავმშვიდდი, დღემდე დამჩემდა ტკივილები მაშინ რომ ვერ ვთქვი.- ვერ მოგისწარი ჩემო შვილო ბედმა დამცა და ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით ვატოლებთ ხელებს, ნეტა თუ მგავდი, რომ მენახე არც კი დამცალდა, ვიცი დღეს ღამეც შენი სისხლი ამომახველებს. მამი თუ გრძნობდი შეციებულს ვინ გაორთქლებდა?! (ნეტა ხის აკვანს, ჩემს გამოთლილს, ახლა ვინ ურწევს?!) ალბათ მოჰგავდი შემოდგომით წითელ ფოთლებს და ვაი რომ მართლა ფოთლებივით დაგანაკუწეს. შიშზე მეტია ტკივილები ბასრი სინათლის, ეხეთქებოდი ვიწრო კედლებს ხელების ქნევით, რამდენ “შენბედას” გაუყევი შვილო ვინ დათვლის?! სისხლი გდიოდა, წმინდა სისხლი ზევით და ქვევით. ოთხი კედელი, უსინათლო როგორც საკანი. ჩუმი კივილი აზანზარებს გაბერილ მუცელს. სიკვდილმისჯილი ემბრიონი ისე ჩაკალი, როგორც ნაღველი ჩავაკალი გაცრეცილ ფურცელს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.