ყაზბეგი
ყაზბეგი მე დღეს შენმა მზემ გული გამითბო და შენმა მთებმა მონად მაქციეს,მ მინდა ცხოვრება მთაში დავიწყო, ჩემი გრძნობები წყაროდ ვაქციე. მე თვალი მომჭრა შენმა სიტურფემ შენს კლდის წვერებზე ჯიხვების ბრძოლამ და ლომისაზე მადლის სიუხვემ გამხადა შენი რიგითი მონა. აქ შენს სიწმინდეს ვერავინ დაგმობს, ვერცერთი ერის ვერცერთი მდგმური, შენს მთებს სიწმინდე ქათქათად ათოვს, შენს მთებში სუფევს ქართული სული. მინდა ვეტრფოდე შენებრ სიცივეს, შენებ სითბოს და შენებრ სიხარულს, რათა გავშორდე ყველა სიბილწეს და ვეზიარო ნამდვილ სიყვარულს. ჩვენ ყველას გვიცავს ლომისის ძალა წმინდა გიორგი დაგვყურებს ციდან. მინდა რომ გაქო მარად და მარად, შეგასხა ხოტბა ამდენად წმინდას. ყაზბეგის მთების ჰაერით ვსუნთქავ, ყაზბეგის მთების ვარ მოტრფიალე, მინდა ეს ლექსი სულ ყველას ვუთხრა, როდესაც ღვინით ვავსებთ ფიალებს. შენდამი გრძნობა სუნთქვას არ მაცდის და თავს მივეცი ამის უფლება რომ ვიმეორო აწ და მარადის : "მხოლოდ მთებშია თავისუფლება!' ანა ზეიკიძე ეს ლექსი ეძღვნება მათ ვინც ყაზბეგიდანაა წარმოშობით <3 ვგიჟდები ულამაზესი ადგილია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.