შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ათი წლის წინ


11-03-2015, 00:02
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 339

ათი წლის წინ დაიღუპე,
თითქოს ეს დღე გუშინ იყო,
შენი სუნთქვა შეწყდა მაშინ
და შენს გულმაც ძგერას უკლო.

მახსოვს მაშინ შემომხედე,
მიყვარხარო- დამიბარე,
მაშინ ცრემლები მახრჩობდა
და ვერ გითხარ მაპატიე.

მაპატიე-ახლა ვამბობ,
მაპატიე ეს ყოველი ,
სამუდამოდ გევედრები,
რაც კი მე შენ შემოგცოდე.

წახვედი და მიმატოვე,
შენი შვილიც მიატოვე,
მუცელში ის როგორ კრთოდა,
ახლაც მახსოვს,გეფიცები.

მაგრამ მინდა ისიც გითხრა,
რომ ის უკვე გაიზარდა,
ათი წელი უსრულდება,
უკვე დიდი ბიჭი დგება.

გეფიცები,მას მოვუვლი,
შეგისრულებ ყველა თხოვნას,
გამოგიზრდი როგორც გინდა,
გეფიცები,მე დუმარით.

ისევ ხატის წინ დავმდგარვარ,
სანთელს ვანთებ,ვიჩოქები,
ღმერთს თაყვანს ვცემ,ვევედრები,
რომ შენ იყო ბედნიერი.

მალე მეც ხომ მივიცვლები,
თეთრი ფრთები ცას წამიყვანს,
შენთან მოვალ იქ, ღრუბლებში
და უჩუმრად შემოგხედავ.

შემოგხედავ და თან გეტყვი,
რომ ცხოვრება ხანმოკლეა,
ხანმოკლე ,მალე გადის,
როგორც ჩუმი ნეტარება.
05/03/15



№1  offline წევრი prettygirl

Mmmm Kai iko <3

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

prettygirl
Mmmm Kai iko <3


მადლობა დიდი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent