უკანასკნელი მოჰიკანი!!
გუშინ პარაშუტით ციდან გადმოვეშვი,სადილს ვარსკვლავები ნელა მივაყოლე.. ერთი უბნიდანაც ქუჩა მოვიპარე,ხვალაც ვისაუზმებ,მთვარეს გავიყოლებ.. ალბათ,შორიდანაც..იქნებ,გვერდიდანაც,სურვილს მიყოლებით შთანთქავს სიახლოვე, უარს განუცხადებს,ამ ხედს ფანჯრიდან და ამ სულს რახანია სტანჯავს სიმარტოვე. ისევ ორჯერ ორი არის ოთხი ალბათ,ციდან მოვიპარე ცდები ქიმიური, ლტოლვილს გადავეცი,პარკში რომ იჯდა და სუნთქვა გაუხდია ისევ ზეციური.. ხელი ღვთაებრივი ჰაერს უჭირავს და ზღაპარს უანდერძებს,სულ რომ არ დაკარგოს.. ლურჯად გაიელვებს სხივი ამ მთვარის და,ფიქრობს სიკვდილამდე კარგი მე რა მარგოს.. სიცილს ბავშვისას რომ ალალ გადაჰყვება,ტირილს მიატოვებს,იქნებ ცრემლი მოკვდა, თურმე პარაშუტით მიწას რომ ჩამოველ,ცრემლი საბოლოო ზღვის ფსკერს ნაზად მოხვდა. ახლა სიცილისგან მოკვდა მორიარტი,ადრე ცრემლის გამო ვინ არ შეეწირა.. ახლა მოჰიკანი ბოლო სიტყვებს დაწერს,ბოლო არსებასაც ისევ ღმერთს შესწირავს!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.