გპატიობ
ლამაზი ხარო და გამაწითლე, ხელი მომხვიე და გამიღიმე. ჩემი გონება შენ სულ დაბინდე, ჩემი სული კი კვლავ აღაშფოთე. სულ მიღიმოდი,მიალერსებდი, ჩემთან ყოფნისას აღწევდი ზენიტს. სწორედ იმ ზენიტს,რომ გიზიდავდა და გულში ასე რომ გიელავდა. მერე დამტოვე,უცბად წახვედი, შენ შეაშფოთე ეს სული ჩემი. კარი მიხურე და მიმატოვე, არც მოგიხედავს ისე წახვედი. მაპატიეო-ჩუმად მითხარი, ისე უაზროდ,უშინაარსოდ. ის დამტოვე ატირებული, რომ მნიშვნელობაც კი არ გესმოდა. შენ ვერ იგებდი რას აკეთებდი, შენი ბაგენი დუმდნენ ურიტმოდ, მაგრამ იცოდი,რომ სხვა გიყვარდა და მაპატიეს არ იშურებდი. მე არაფერი არ მითქვამს მაშინ, მაგრამ ახლა კი მე გეუბნები. გეუბნები,რომ მე შენ გპატიობ, მაგრამ მშვიდობით ამას ვერ გეტყვი. 13.03.15 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.