შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკოლოზ ტოტოტღაშვილი ,,ლენონები"


19-03-2015, 12:17
ავტორი tesa
ნანახია 3 500

დავდივარ ქალაქში ყინვა ძრავს შენობებს,
პირველი თოვლი მაქვს, მოკუმულ მუჭაში
გზის პირას ვჩერდები დაბლა ვწევ ლენონებს
ვამჩნევ, რომ ლამაზი გოგო დგას ქუჩაში.
მაღალი, ტანსაცმელს ატარებს კლასიკურს,
ყოველ წუთს დეკოლტის სწორებას არ იშლის,
ემჩნევა ვარდისფერს ატარებს მანიკურს,
გავაზე ეტყობა სიმწიფე ქალიშვილს.
ტუჩები ისეთი, როგორსაც ვაღმერთებ,
უკვე მის კოცნაზე მაწუხებს ფიქრები.
ტაქსიო - იყვერებს გოგონა და ერთობ
წამსა და წამს შორის სასტიკად ვიბნევი.
ყურებში ათასი ხმა ერთად მომესმა,
მემოგნი აშკარად ჭკუიდან ვირყევი.
თითებით გაშლილით ვაჩერებ ოპელს და
ვიძახი - ვერცხლისფერ მერსედესს მიყევი...
მკერდზე და ტუჩებზე იმედენი ვიფიქრე,
რომ ამ დროს მახლობელ კაფესთან გამოჩნდა,
ვიხსენებ გოგოს და ენაზე ვიკბინე -
ყველაზე მთავარი, თვალები გამომრჩა...
შევდივარ კაფეში. საათი ათია.
უსმენენ კუთხეში გიტარის აკორდებს.
მე კიდევ ამქვეყნად მხოლოდ ის მწადია
რომ იგი ოდესმე ჩემს მკლავზე გაგორდეს..
მარტო ზის. უკვეთავს ძვირიან კოქტეილს.
მე გაურკვევლობა დავისხი პირამდე,
რადგანაც არ ვიცი თუკი რა მომელის ,
რომ ავდგე და მასთან უეცრად მივიდე.
იქნა და სადღაც შორს ვისროლე სიმორცხვე ,
გარშემო, ჩემს ნაცვლად გაწითლდა ოთახი.
მივხვდი თუ რა იყო ნამდვილი სიცოცხლე,
და მერე ათასი მარაზმი მოვთხარე.
დავჯექით პირისპირ, თვალები მაგიჟებს,
ვხვდები, რომ მბოჭავს და ვხვდები, რომ ის არის
ვინც დაამსგავსა ეს გული საგიჟეს..
და უკვე გამოჩნდა ცხოვრების მიზანი.
ვიხსენებ რენმბრანდტს და ვიხსენებ და ვინჩის
მათ მოჰყვა შექსპირი, შანდორე პეტეფი...
თეძოზე ეტყოფა სიმწიფე ქალიშვილს
და ვამჩნევ საბრალო კანში ვერ ვეტევი.
თორმეტი რომ გახდა მივყევი სახლამდე
კოცნისთვის მზად ქონდა ყელი და ლავიწი,
და მისგან შეშლილი ვკოცნიდი დაღლამდე
სანამ მის ოთახთან ვნებით არ დავიწვი.
ნუ გამიბრაზდებით, რომ ვუვლი შორიდან,
და ნუღარც იმაზე ირთმებს რომ ვარწევდი
ქუჩაში ვიდექი პირველი თოვლით და
გვერდით მდგარ გოგოზე ოცნებას არ ვწყვეტდი…



№1  offline წევრი Goldhanded

dzaliaan magariaa love

 


№2  offline წევრი Svvaaaniii

ნიკოლოზი, ლაშა, ნიკა, თორნიკე, მარიამი, თორნიკე და კიდევ მრავალი სხვა არიან ჩემთვის ნამდვილად ერთ-ერთი საყვარელი პპოეტებიი..!
ტოტოღას ამ ლექსზე კი პირდაპირი მნიშვნელობით ვგიჟდები, მგონი ისე მიყვარს რომ, ზეპირადაც კი ვიცი <3 <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№3  offline წევრი tesa

love
Goldhanded
dzaliaan magariaa love


Svvaaaniii
ნიკოლოზი, ლაშა, ნიკა, თორნიკე, მარიამი, თორნიკე და კიდევ მრავალი სხვა არიან ჩემთვის ნამდვილად ერთ-ერთი საყვარელი პპოეტებიი..!
ტოტოღას ამ ლექსზე კი პირდაპირი მნიშვნელობით ვგიჟდები, მგონი ისე მიყვარს რომ, ზეპირადაც კი ვიცი <3 <3

მეცც ყველა ძაან მიყვარს <3 ნიკოლოზის თითქმის ყველა ლექსი ზეპირად ვიცი ^_^ love

 


№4  offline წევრი Svvaaaniii

tesa
love
Goldhanded
dzaliaan magariaa love


Svvaaaniii
ნიკოლოზი, ლაშა, ნიკა, თორნიკე, მარიამი, თორნიკე და კიდევ მრავალი სხვა არიან ჩემთვის ნამდვილად ერთ-ერთი საყვარელი პპოეტებიი..!
ტოტოღას ამ ლექსზე კი პირდაპირი მნიშვნელობით ვგიჟდები, მგონი ისე მიყვარს რომ, ზეპირადაც კი ვიცი <3 <3

მეცც ყველა ძაან მიყვარს <3 ნიკოლოზის თითქმის ყველა ლექსი ზეპირად ვიცი ^_^ love

ძალიან მიხარია ჩემნაირი თუ ვიპოვე <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№5  offline ადმინი შამანი

ვგიჟდები ტოტოღაზე ♥ მისი ყველა ლექსი შეუდარებელია! ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent