მსოფლისოს.. ბექა კოლხიტაშვილი
აჩუქეთ პატარებს იმდენი ბუშტები, გაბერონ და მერე აფრინდნენ ზეცამდე.. უთხარით მოჩხუბრებს: დაწიონ მუშტები, დამყარდეს მშვიდობა სულ ყველგან, ეცადეთ. ჩაიცვით იმდენად პატარა კაბები და მოკლე შარვლები, რომ თქვენზე იცინონ.. მოყევით იმდენად „უაზრო" ამბები, სახეზე ღიმილი რომ ვერ მოიცილონ. არსობდეთ იმდენად უბრალო არსობით, რომ ფულის სუნზეც კი მთელს ტანზე გაყრიდეთ.. აკეთეთ სიკეთე ათასჯერ ასობით, სანამ ცა სულიერს ხორცისგან გაგყრიდეთ. იფიქრეთ იმდენი , თან ისე მარტივად, სულ ყველა გენიოსს თავბრუს რომ ახვევდეთ.. მეუღლეს პირობა დაუდეთ ქარტიად, რომ მხოლოდ მის მკერდზე გინდათ რომ გახელდეთ. იმდენად ფართოზე გახსენით ფანჯრები, სულ ყველა მზის სხივმა თქვენს გულში ანათოს.. იმღერეთ ისე, რომ დაგისკდეთ მაჯები, რომ სულმა სხეულში ზეიმი გამართოს. შეწყვიტეთ ეჭვები ყოველგვარ ეჭვებზე და დროის მსვლელობას ეცეკვეთ ვალსები.. თქვენივე სიცოცხლე შეისვით ბეჭებზე, გიყვარდეთ სამყარო, თან მთელი არსებით. გაყიდეთ თუკი რამ ძვირფასი გაგაჩნდეთ, ნუ ეძებთ სიამეს ამაო საგნებში.. სამშობლოს გულისთვის დაღიც რომ დაგაჩნდეთ, ცოლ--შვილს ნუ დამალავთ ამოთხრილ სანგრებში. სიცოცხლე დროების აკვანში არწიეთ, დილიდან დილამდე ღვთისადმი გალობდეთ.. ერთობის დროშები ზეცამდე აწიეთ, რომ დედა უფლისა სულ ყველას გწყალობდეთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.