შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გთხოვ შემამჩნიე


26-03-2015, 12:25
ავტორი თამუნა
ნანახია 2 586

იქნებ ფიქრებმა მომიღოს ბოლო,
იქნებ ამ სევდამ ძალა წამართვას,
იქნებ გამოჩნდეს უშენოდ ვინმე
და შენს სიყვარულს მისი დამარქვას.
იქნებ არ ახდესჩემი სურვილი,
იქნებ და გულში ჩაგუბდეს სისხლი,
იქნებ და მოხდეს რამე ისეთი,
რისიც არც ერთი არ ვიყოთ ღირსი.
იქნებ ოცნებამ წამართვას ძალა,
და ეს ცხოვრება წამში გაფრინდეს,
იქნებ მე როგორც გჭირდები ახლა,
მაშინ ჩემს ნაცვლად სულსხვა დაგჭირდეს!
იქნებ სასწაულს რომ ვუცდი ახლა,
კვლავაც ვუცდიდე ისევ უშენოდ.
დღეს რომ მიმღერი ლამაზ სიმღერებს,
იქნებ ჩემს ნაცვლად სულ სხვას უმღერო.
იქნებ არ ახდეს არც ერთი წამით,
რაზეც ყოველ რამ ვნატრულობ ხატთან,
იქნებ ვერასდროს ვერ მიხვდე შენით,
როგორ მიყვარხარ დაროგორ მწამხარ!
იქნებ ცხოვრება დასრულდეს ისე
როგორც სრულდება როცა ელიან,
იქნებ ლოდინში აღმომხდეს სული
ჩემი შემწე ხომ მხოლოდ ცრემლია.
რა იცი, იქნებ ზეცა გაიხსნას,
ზოგჯერ ნატვრები ცხადშიც ხდებიან,
გთხოვ შეამჩნიო ჩემი ფიქრები,
ჩემი თვალები შენით თბებიან!



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ეს ლექსები ყველა ერთ ადამიანს ეძღვნება? ძალიან შეყვარებული ყოფილხართ ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent