შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვიდე მე შენამდე


26-03-2015, 22:30
ავტორი tamo16
ნანახია 3 492

როგორ მოვიდე მე შენამდე... ამ გაზაფხულზე...
როცა ამ მარტმა... შენთან მოსვლა უკვე დამასწრო...
როგორ მოვიდე... როცა უკვე გზაც გაიბზარა...
და სიყვარულმაც... შენგან თითქოს... უკვე გამაქრო...

ღმერთსღა შევკადრე... ეს გრძნობები გადაემალა...
გულს ვერ ვუბრძანე... არ უყვარდე... მან არ დამინდო...
მხოლოდ ყვავილებს... ჩავჩურჩულე... წრფელი სიტყვები...
მეტი ვერავის გავუბედე... ეს რომ გამენდო...

და დღემდე გეძებ... გაზაფხულში... დარში ავდარში...
ლექსებში... დარდში... გეძებ მაგრამ... ვხვდები ამაოდ...
გეძებ... და ვხვდები... ვერასოდეს ვერ დაგიბრუნებ...
და რომ ჩემს გულთან... სიყვარული... მიხდა სადაოდ...

ღმერთამდე ასე... თუნდაც მხოლოდ სიყვარულამდე...
როგორ გავბედო... სიყვარული რომ მივიტანო...
ისიც არ ვიცი... რა იფიქრე... ან თუ შეძლებდი...
ასე ჩემსავით... სიყვარული... გულთან იტანო...

მაინც დაგეძებ... გაზაფხულის... კორიანტელში...
უფლებაც არ მაქვს... სიყვარული რომ დაგიძახო...
გაზაფხულს ისევ... მე შევნატრი თავისუფლებას...
ჩვენ რა ვქნათ???...
რა და.......... მხოლოდ მარტს რომ... მარტი ვუძახოთ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent