შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადრე თუ გვიან


27-03-2015, 18:10
ავტორი თამუნა
ნანახია 2 449

მე შენთან მოსვლას
სიკვდილამდე აღარ ვაპირებ,
თუმცა სიკვდილიც...
ადრე თუ გვიან, ვიცი იქნება.
თუკი შენ წადი ამ ქვეყნიდან
იქ ჩემზე ადრე,
არ გაგიჭირდეს სამოთხის გზის
მარტო მიგნება!
და თუ გაგასწრებ, მე ვიქნები
იქაც პირველი,
სევდის მორევში დამწყვდეული
კვლავ უბორკილოდ.
და როგორც ახლა, მარტოობის
მიწევს ლოდინი
იქაც ამდენ ხანს უსასრულოდ,
არ მალოდინო!
მე შენთან მოსვლას
სიცოცხლეში აღარ ვაპირებ
და არც შენ მოხვალ,
ესეც ვიცი, გულის სიამევ,
აღარ განვიცდი,
შევეგუე ბედის განაჩენს...
მწამს გაზაფხული
მარტოობის წყლულს დამიამებს!



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

მტკივნეულ თემას შეეხე ძალიან :(

სიკვდილი კი არც არის ბოლომდე იარების მკურნალი.. ასე მგონია. და სიკვდილიც ერთი დიდი გამოცდაა, რომელიც უნდა გადავლახოთ ცოცხლებმა და დავხვდეთ ჭეშმარიტებას
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი თამუნა

ErckeMydass25
მტკივნეულ თემას შეეხე ძალიან :(

სიკვდილი კი არც არის ბოლომდე იარების მკურნალი.. ასე მგონია. და სიკვდილიც ერთი დიდი გამოცდაა, რომელიც უნდა გადავლახოთ ცოცხლებმა და დავხვდეთ ჭეშმარიტებას

კი თემა მტკივნეულია, მაგრამ რეალური.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№3  offline ადმინი შამანი

"მწამს გაზაფხული მარტოობის წყლულს დამიამებს!" თუმცა ბოლომდე გაზაფხულიც ვერ გააქრობს ამ გრძნობას :((
კარგი ლექსია,ყოჩაღ. love
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent