შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ დამიძახებ


2-04-2015, 00:00
ავტორი თამუნა
ნანახია 2 661

ნუ დამიძახებ, თორემ ხომ იცი,
წამს მოვალ შენთან.
ნუ მომწერ წერილს,
ნუ გამიხშირებ კვლავ გულის ფეთქვას.
ნუ ფიქრობ ჩემზე,
ხომ იცი რომ ვხვდები მაშინვე.
ნუ დაბრუნდები...
მომავალი მარტოც მაშინებს.
ნუ მეტყვი სიტყვებს,
რაც გულში გაქვს დღემდე უთქმელი.
ნუ ამბობ: _დღემდე
მახსოვს მისი თმების სურნელი.
ნუ დამიძახებ გაზაფხულზე
ვარდის საკრეფად.
ისიც მეყოფა უშენოდ რომ
წლებიც გაჩერდა.
ნუღარ ამირევ წარსულის წლებს
და ნურც მომავალს.
ამ ქვეყანაზე სამუდამო
მგზავრი ხომ არ ვარ?!
ნუ ფიქრობ ჩემზე,
ნუ მომიჭერ სევდის მარწუხებს,
მაკმარე ძველი ტკივილები,
კვლავ რომ მაწუხებს!



№1  offline წევრი tamo16

love კaრგი ლექსიaa

 


№2  offline წევრი თამუნა

მადლობა. :)
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№3  offline წევრი თამუნა

შენც ჩამწვარი ხარ სიყვარულში გეტყობა ისე არ ატირდებოდიიიიი :P
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№4  offline წევრი თამუნა

არა სიკვდილი არაფრის გამო არ ღირს ჩემო კარგო. უფალი მოწყალეა, არ გაგწირავს.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

ყველაფერი უფლის ნებაა და სწორედ თუ ეს იყო შენი ბედი, შენი გზა, რომ ლექსები გეწერა მასზე ასეც უნდა მომხდარიყო ^_^
საოცარია მართლა!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline წევრი თამუნა

ErckeMydass25
ყველაფერი უფლის ნებაა და სწორედ თუ ეს იყო შენი ბედი, შენი გზა, რომ ლექსები გეწერა მასზე ასეც უნდა მომხდარიყო ^_^
საოცარია მართლა!

ზოგჯერ მადლობას ვუხდი უფალს განსაცდელისთვის, არ შემდგარი სიყვარულისთვის, სწორედ ლექსების გამო, რადგან ისინი სწორედ ტკივილის შედეგად დაიწერა. request
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№7  offline ადმინი შამანი

კარგი ლექსია...♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

ნუ მეტყვი სიტყვებს,
რაც გულში გაქვს დღემდე უთქმელი.
ნუ ამბობ: _დღემდე
მახსოვს მისი თმების სურნელი.
ნუ დამიძახებ გაზაფხულზე
ვარდის საკრეფად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent