შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაჩო ზაქაიძე - ჯინსივით დახეული კრიტიკა


6-04-2015, 15:50
ავტორი tesa
ნანახია 2 576

მე ჩემს თავს ვაძლევ ჩაცმის უფლებას,

სახეს ღიმილის ეფექტი მივსებს,

როცა მიზღუდავთ თავისუფლებას.

შენ რომ გაპრანჭული სადღაც მიდიოდი,

მუხლებგადახსნილი ვანთებდი სანთელს,

და მაინც მე მქვია თურმე იდიოტი,

მამსგავსებთ ტანსაცმლით ადათის გამთელს.

ჯერ ჩემს კრიტიკას მიზნად დასახავ,

თან საქართველოს ღვინოს დაისხამ,

მე კი სამშობლოს რითმში ავსახავ,

ჩემი კალმებით აბჯარს ავისხამ.

მე რომ შევიყვარე ჩემი მთა და მდელო,

ამიტომ მაგონებთ ხმელეთის ნაოსანს,

სამოსით დამიწუნეთ “შეცვლილი საქართველო”,

როგორღა გაგრძნობინებთ “დედისტყაოსანს”.

უაზრო კრიტიკა დღეს ხალხის ჰობია,

შენთვის ვისურვებდი სხვა რამე გეთქვას,

მე რომ შემეკითხოთ ისევ ეს ჯობია,

დახეულ შარვლიანი პოეტი მერქვას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent