შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზურა სალუქვაძე -ყინვის ყურძნის მტევნები


6-04-2015, 15:54
ავტორი nens
ნანახია 38 318

ყინვა გამეფებულა
სამყაროში მალულად,
თბილისური თითები
წერენ გულს დაფარულად.
ძალა გადარჩენისთვის
ერთი ნაპერწკალია,
ერთი კოცნით მომხდარი
თავგადასავალია.
ზოგი მითი რეალურს
როგორ დამსგავსებია,
საცალფეხოდ ხიდი გვაქვს,
ფართო მხოლოდ გზებია.
ინტერესით მოვკვდები,
იმის იქით რა ხდება,
ნუთუ მართლა იწყება,
ნუთუ მართლა მთავრდება.
ჯოჯოხეთის ამალა
ეშმაკი რომ თაოსნობს,
ციდან საცდურს გვესვრიან,
ყველა ჩვენზე ნაოსნობს.
ანკესს ცოდვებს ამაბენ,
ფოჩებიან კამფეტში,
აი ასე ვცდუნდებით,
უჩერებელ ამბებში.
რაა ნეტავ ცხოვრება,
ბატონი თუ მონაა?
იცი?… ბედნიერება,
არჩევანის ქონაა.
მონდომებაც ბევრია,
მელოდიურ გამებში
ტიტანიუმს გაადნობს,
აფეთქება წამებში.
სილამაზის თვალები,
იასამნის სურნელით,
ვერა, ვერ გადავრჩები
თუ ვარ ყოვლის მსურველი.
მინდა… მინდა სიცოცხლე,
აზრები ხომ ომია,
პოეტური ფრაზები,
სადღაც გამიგონია,
რომ ცხოვრება მძიმეა,
რომ ცხოვრება ლოდია,
ცაში მაინც ანათებს,
ფიქრების მელოდია.
მე რომ ხატვა შემეძლოს
ფუნჯებს კონად შევყრიდი,
შევხედავდი სამყაროს
ილუზიას შევქმნიდი,
სითბოს ფერში სიკეთის
თბილი სიტყვის გამოთქმის,
თვალდახუჭულ ფიქრში ხელს
დავხატავდი გამოწვდილს.
ავურევდი მზის სხივებს,
მელოდიის დინებას
დავხატავდი იმ ღიმილს
გული რომ იღიმება.
ჩვენ ადამიანების
შეგვრჩენია იერი,
დავხატავდი მშიერს რომ
ლუკმას უყოფს მშიერი.
დავხატავდი სიცივეს,
აღარ მინდა…. ატაროს,
მე სხეულით გავათბობ,
დედამიწის…. სამყაროს.
სადაც ბრძოლა წამიყვანს,
ვიცი მეც იქ მოვხვდები,
სიყვარულით ვიცხოვრებ,
არასოდეს მოვკვდები…
დავხატავდი რომ მინდა
კვამლმა ცეცხლი აბოლოს
სუნთქვას მივცემ დასაწყისს
დასაწყისში და ბოლოს………
დავხატავდი ღვთის თვალებს
მაშინ როცა აუწყეს,
რომ ცოდვილმა შვილებმა
ცდუნებებს რომ გაუძლეს.
სიხარულით თვალებზე
ცრემლი გადმომივიდა,
ხელებს ვშლი და ვყვირივარ,
ღმერთო…. გამოგივიდა !
სიყვარული დიდია
დავა არ ღირს ამაზე,
ნებისყოფით ვაჯობებთ
ეშმაკს ამ ქვეყანაზე
მომაშველეთ ფანქრები,
ვხატო, ვხატო გრძნობებით
ყველა ფიქრთან მე მივალ,
თქვენ არ დაგელოდებით.
ითამაშოს ცდუნებამ,
ძლიერი ვარ ამჯერად,
ვერაფერსაც ვერ ვხედავ
არაფრისაც არ მჯერა.
რადგან ხარობს სიკეთე,
ამ ქვეყნიურ მდევრებში,

სიტკბო მაინც აჯობებს…

ყინვას ყურძნის მტევნებში !



№1  offline წევრი SaLoOme

Vgijdebi am leqsze ❤❤❤

 


№2 სტუმარი smaku

zan magarivleqsia

 


№3 სტუმარი ana

dzaan magari leqsia

 


№4 სტუმარი Guest tornike

zaan magari leqsia da zura saluqvadzes yvela leqsi vici zepirad

 


№5 სტუმარი Wws

Dzaan magaria

 


№6 სტუმარი sandra

Dzalian magaria

 


№7 სტუმარი achi ✌

dzaan magari leqsia zura mosalocia am leqsis dawera dzaan miyvars es leqsi sul amas vusmen chemi sauketeso leqsia

 


№8 სტუმარი სტუმარი ბექა

ძაან მაგარი ლექსია მაგრა მიყვარს.ზურა სალუკვაძის და ნიკო გომელაურის ლექსები მიყვარს ძალიან

 


№9 სტუმარი სტუმარი tea

Magari leqsia

 


№10 სტუმარი ნიაკო მიქატაძე

მართლაც რომ შესაშური პოეტი ბრძანდებით ბატონო ზურა.საუკეთესო ლექსები გაქვთ და ძალიან მაგარი მომავალი...

 


№11 სტუმარი valo valo

Au ra magari leqsia vgijdebi am leqze

 


№12 სტუმარი სტუმარი ანამარია

ძალიან მაგარი ლექსია

 


№13 სტუმარი Tiko

Sascauli leqsia! Aucileblad viscavli!

 


№14 სტუმარი Mari

Umagresi leqsia ❤❤

 


№15 სტუმარი Gigi gogolauri

Umagresi leqsia bravo

Umagresi leqsia bravo

 


№16 სტუმარი Jesus

What's up, yup this paragraph is in fact good and I have learned lot of things from it about blogging.
thanks.

My web site: p188191

 


№17 სტუმარი Emmett

Its such as you learn mmy thoughts! You seem to understand so muych approximately this,
uch aas yyou wrote the book in it or something.
Ithink tat yoou can do with some % to pressure the message house
a little bit, but other than that, this is great blog.
An excellent read. I will definitely be back.


my web pae ... Www.Ts-Gaminggroup.Com

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent