უფლის იერით
რაც მწამდა ქვეყნად, ყოველივე დარდია ახლა... დღეს უშენობა მეწამული მკვლელივით მეცა. არ მინდა ფიქრი, ეს ფიქრები შენია ახლაც, ფერი დაკარგა უშენობით მიწამ და ზეცამ. არ უნდა მეთქვა რომ უშენოდ მივყვები ამ გზას, არ მინდა მე თქმა, რომ არასდროს მჯეროდა შენი. დღეს უშენობით გაფითრდა ზეცა... და მიივიწყა სიცოცხლე ჩემი!... ასე რად მტანჯავს, რას მერჩის ბედი?! ალბათ გამიწყრა მაღალი ღმერთი. და თუ მოიკლავს თავს თეთრი გედი, თხოვნა მექნება მე მხოლოდ ერთი: ღმერთო აცოცხლე, აცხოვრე ისე, რომ შეეხარბოს ყველა შურიანს. არ მოგთხოვ მე მეტს, არცა გთხოვ იმედს, თუმც მასთან ყოფნა ახლაც მწყურია. ჩემი ფიქრები ისევ გარეა, სადაც ის არის უფლის იერით... ოჰ სიყვარული როგორ მწარეა, მაგრამ რომ გიყვარს ხარ ბედნიერი!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.