ჟანდორ პეტეფის "მიყვარხარ"
მიყვარხარ ძლიერ...ძლიერ... რაც გადის დრო და ხანი, მე უფრო ძლიერ მიყვარს შენი პატარა ტანი. შენი შავი თმის ბუჩქი, ეგ თეთრი შუბლის სერი, თვალები გიშრისფერი, ლოყები ვარდისფერი. შენი თითები მიყვარს, ორი პატარა თითი, ო,იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?- შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი. მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო, მე ცრემლიც მიყვარს შენი, შენი კისკისიც მართობს, მე შუქი მიყვარს შენი რა არის მისი ფასი! მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი. მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ... მწვავს შენი ტრფობის ალი, მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ.... მთელი გრძნობით და ძალით. მთელი სამყარო ვრცელი შენით არსებობს ჩემთვის, რაზეც კი ვფრიქრობ,ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის. ძილში ჩემთან ხარ სიმზმრად, იქრში ჩემთან ხარ დღისით. გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც. შენთვის მივწვდები მწვერვალს, დიდების ყველა მნათობს, დიდებას დავთმობ შენთვის, შენთვის მწვერვალებს დავთმობ. შენი ოცნებით ვხარობ, შენს დარდს ვათარებ დარდად, მე სხვა სურვილის არ მაქვს, შენი სურვილის გარდა. მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მეჩვენება მცირედ, რადგან შენ გსურდა იგი, რადგან შენ შემოგწირე. შენს მცირეოდენ წყენას, სულ უმნიშვნელო წვრილმანს სდევს ჩემი სევდა დიდი, ჩემი ცრემლების წვიმა მიყვარხარ ძლიერ...ძლიერ, მიყვარხარ ცხადად,მალვით როგორც აროდეს არვინ არ ჰყვარებია არვის. ეს სიკვდილს უდრის თითქმის, ეს შეუძლოა თითქმის, სენ ერტს გეკუთვნის ყველა, რაც სიყვარულად ითქმის: ძმაც ვარ,სატრფიც ვარ შენი, მამაც ,დაო და დედავ, მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ. სატრფოვ,შვილო და დედავ, ჩემო ძვირფასო ცოლო, ყველას მაგვირად,ერთად, მე შენ მიყვარხარ მხოლოდ. რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი, ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ ვარ შენი ტრფობით შმაგი. თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნბეა ბოლოს, ის შენ გეკუთვნის მარტო, ის შენ გეკუთვნის მხოლოდ. ნაყოფი მისი არი, ვინც ნორჩი ნერგი დარგო, ეს სიყვარული დიდი შენ შენასწავლე კარგო!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.