შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მარტოობის რითმია"


11-04-2015, 15:10
ავტორი გიო უკლება
ნანახია 2 157

სიმარტოვის ათი წუთის განცდა,
ვერ შევძელი მე ფიქრების დაცლა,
სიმარტოვე უაზრობის ნაცვლად,
იყო მუზა და რითმების დასტა.
მე არ მინდა ვისაუბრო ბევრზე,
რასაც წერენ ინტერნეტში სხვებზე,
მე მინდა რომ ვუპასუხო თემას,
რომელიც ზრდის და უსაზღვროდ ბერავს.
ბერავს, სანამ დრო თავისით გახეთქს,
გაბერილს ხომ არავინ ანაღვლებს,
წამით ხვდება, ეგოისტი ხდება,
საბოლოოდ მარტოსული რჩება.
ერთი წამით გაახსენდა მეგობარი,
და ბავშობის სიყვარული - დედოფალი,
წამით გაჩნდა თავმდაბლობის განცდა,
მაგრამ გრძნობა თავის საზღვრებს გასცდა.
დაურეკა ძველ სიყვარულს სადა ხარო,
მე ყოველთვის, მუდამ, ძლიერ მიყვარხარო,
გოგომ პასუხს აარიდა თავი,
გვერძე უზის მას თავისი ქმარი.
კაცს გაურბის სურათისკენ თვალი,
სადაც ორნი ზიან, ის და ქალი,
ის პატარა შავთვალწარბა გოგო,
სინანული კლავს და ფიქრობს - როგორ?
იგი შეცვლის ამ ყველაფერს ირგვლივ,
ერთს ივიწყებს, წამი წუთზე მიქრის,
ფული გაქრა, სხვის ჯიბეში გაჩნდა,
წამით იგრძნო მან სიცოცხლის განცდა.
გავა წლები დაბერდება კაცი,
იგი უკვე შვილიშვილებს გაზრდის,
დრომ და ხანმა გაახსენა გოგო,
დაავიწყდა: სად, როდის და როგორ.



№1  offline წევრი Heartbeat

უმაგრესია!❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№2  offline წევრი გიო უკლება

მადლობა <3
--------------------
დამიმატეთ FB: გიო უკლება
https://www.facebook.com/gio.ukleba.5

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

სიმარტოვის ათი წუთის განცდა,
ვერ შევძელი მე ფიქრების დაცლა,
სიმარტოვე უაზრობის ნაცვლად,
იყო მუზა და რითმების დასტა.
მე არ მინდა ვისაუბრო ბევრზე,
რასაც წერენ ინტერნეტში სხვებზე,
მე მინდა რომ ვუპასუხო თემას,
რომელიც ზრდის და უსაზღვროდ ბერავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent