შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თემო არაბული და პასუხი ლექსზე


11-04-2015, 21:38
ავტორი ninininiko
ნანახია 4 063

ქალავ გამამყევი!, ერთად შავიარათ,
მთაში მისავალი წვრილი ბილიკები,
ქალავ შემომხედე!, კიდევ დავინახო,
შენს ლამაზ სახეზე, ნაზი მიმიკები.
ქალავ გამამყევი!, მთა-გორებს განახებ,
განახებ ლამაზი ბუნების სიუხვეს,
განახებ იებს და განახებ ენძელებს
და ცაზე ლამაზად, მიბჯენილ ჭიუხებს.
ქალავ გამამყევი!, დაუყვეთ ხეობებს,
და დასასრული არ მივცეთ სიარულს,
ქალავ გამამყევი!, არაგვსაც ვუსმინოთ,
ხანდახან ბობოქარს, ამჟამად მხიარულს.
წამოდი გაჩუქო წითელი გრძნობები,
ჭაღარა მწვწრვალზეც, ჩვენ ორნი ავიდეთ,
წამოდი ლამაზო რა გინდა ქალაქში,
ხელი ჩამკიდე და წამოდი წავიდეთ.!
წამოდი!!! ხო, მართლა ავიდეთ მწვერვალზე
პატარა თითებით შეეხე ვარსკვლავებს,
გული გაუხსენი, ჩემს ლამაზ გძნობებს და
ეს ჩემი გრძნობებიც თავისას განახევბს.
წამოდი!!! ძვირფასო განახო გუდანი,
მომლოცველ ხევსურებს ვეწვიოთ „ხატობას“,
მთიელთა ღრეობებს განახებ,ლამაზო
და მერე ამაყად ხევსურთა დათრობას.
მერე კვლავ დავუყვეთ, მიმავალ ბილიკებს,
უფსკრულებს ჩავხედოთ, კლდეების არეში,
ბუნების სიცოცხლით, ვიცხოვროთ ძვირფასო
და მთვარეს ვეფეროთ, უკუნოთ ღამესი.
წამოდი!!! ვეწვიოთ შატილის ალმასებს,
მუცოშიც თამამი, კოშკები გველიან,
განახებ ამაყი კლდეების ყვავილებს,
რომ მხოლოდ, ლამაზი ქალისთვის მღერიან.
წამოდი!!! შევხედოთ, არხოტის სალ კლდეებს,
ერთ ჭიუხს გაჩუქებ, ის უკვე შენია,
ვუყუროთ ნისლებში გახვეულ მწვერვალებს,
ნისლები??? ამათი მუდმივი სენია.
წამოდი!!!ლამაზო,,, მე ვერ ვძლებ უშენოდ
იცოდე შენგანაც წამოსვლას ველი,
შენ ჩემი სიცოცხლის ნატამალი ხარ,
ვხვდებო რომ უშენოდ, არა ვარ მთელი.


პასუხი
წაგყვები ვაჟაუ, მთაში თუ წამიყვან
მანახებ ჭიუხებს ცაში რომ აწვდილან?
წამიყვან ხევსურეთს შემომატარებ?
უარსაც ვიტყვი ქალაქზეც სწავლაზეც...
აუყვეთ წვრილ ბილიკს დეკიანს, ნამიანს
მომლოცველ ხევსურებს ვეწვიოთ ხატობას
არ ვამბობ უარს მთის პირობებზე
და მაინც მპირდები რომ თან წამიყვან?
დამპირდი?! მანახებ არხოტის სალ კლდეებს
ვუყუროთ ნისლებში გახვეულ მწვერვალებს?
და კიდევ საღამოს ხომ დავთვლით ვარსკვლავებს?
მუცოს და შატილის ცას რომ ალამაზებს....



№1 სტუმარი Xatia

Magari leqsebi aqvs am bichs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent