ნაცხოვარი
მინდა განახო რაა სამყარო და მერე მინდა რომ შეაფასო, ამჯერად მე ვარ მთავარი წყარო, უნდა იცოდე რა დააფასო. მთავარია რომ გიყვარდეს ღმერთი, მას ემსახურო დაბადებიდან, შენც უნდა შესვა, ის რაც ჩვენ შევსვით და აღარ ასცდე საერთო გზიდან. პირველ ნაბიჯებს თავად აგიწყობ, გზაზე გაგიყვან აგაფრენ ცაში, მაგრამ იცოდე არ დაივიწყო, რომ შენ გაქვს ფრთები და არ ხარ რაში. ყველა დანარჩენს თავად განივრცობ, სხვა ვერ გასწავლის რა არის კარგი, თავად სამყარო არავის იცნობს, ვინც დაიბადა და მოკვდა ბარგით. თუ კი შესცოდე ღმერთი შეგინდობს, თავის მართლება არ მოგიტანს კარგს, პატივი ეცი ყველას ვინც გიძმოს, და არ ეწვიო მარტოობის ნავს. ამ სიტყვებს ალბათ სხვასაც გადასცემ, და არ გამოგრჩეს ჩვენი წარსული, გაიგოს ყველამ, იცოდეს ყველამ, რომ არ გვეხება ჩვენ დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.