შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გიჟური ცხოვრება" (2)


31-08-2015, 15:22
ავტორი coca-cola
ნანახია 1 835

გეგა რომ დავინახე შოკი მივიღე, ბიჭმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დამაჰიპნოზა, ისე მოვიხიბლე რომ გავშტერდი. მე რომ გეგას ვიცნობდი პატარაობში ის გეგა ნამდვილად არაა, ძალიან შეცვლილი, უფრო სიმპატიური. სიცილი ხომ სასწაული. ერთ ადგილას გახევებული დამტოვა.
ღმერთო რა მჭირს…
ჩემს თავს არ ვგავარ.
ლანა გამოფხიზლდი.
თვალები დავხუჭე და თავი გავაქან-გამოვაქანე.
აი როცა გავახილე ეს სასწაული ბიჭი ჩემს წინ იდგა და რაღაცნაირად მიყურებდა.
მის კვამლისფერ თვალებში დავიკარგე, აღნაგობა? ო ღმერთო ჩემო, ნავარჯიშები სხეული რომ აქვს ფაქტიც სახეზეა, ეს ქუდიც როგორ უხდება, მოკლემკალივიან მაისურში და ჯინსის შარვალში გამოწყობილი. საათიც უკეთია, რაც უფრო მომხიბვლელს ხდის. ოდნავ წამოზრდილი წვერი, ხელებზე უამრავი ტატუ.
ბიჭი ასე ჯერ არ მომწონებია…
ცოტა დაბნეულობა შევამჩნიე, უკან გაიხედა
-რა იყო ტო ვერ იცანიი?? ჩვენი ლანაა-გიუშამ მიუგო
მერე ისევ გამომხედა, მე კი გავუკრიჭე, ამათვალიერა, წვერებზე ხელი ჩამოისვა, უკმაყოფილება დაეტყო სახეზე
-როგორ ხარ?-აუღელვებლად მკითხა
-კარგად შენ?
-მეც
რამოდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. ვერ გავიგე მისი საქციელი, ღიმილი სახეზე შემახმა, უხერხულად ვიგრძენი თავი და ჩემს თითებს დავაკვირდი
-აბა გოგოებო დატრიალდით-ისევ გიუშამ განმუხტა ეს რამდენიმე წამიანი უხერხულობა
ისინი სამზარეულოში შევიდნენ მე კი მდივანზე ჩამოვჯექი, გეგას რაღაცნაირი და პლიუს გაკვირვებული მზერა ვიგრძენი, შევხედე ოდნავ გავუღიმე.
-გეგა რამ გადაგაწყვეტინა ჩამოსვლა ამ დაქცეულ ქვეყანაში? -გვანცამ უთხრა, უეჭველი დაევასა და ეტენება უკვე, ჩუმად ჩავიცინე და ჯიმის გავხედე ისიც იგივე სიტუაციაში იყო.
უბრალოდ მომენატრა აქაურობა
-გვანც მიდი შედი “ქუხნაში”?-გიუშამ უთხრა მობეზრებულად.
დაბღვერილმა გადახედა და შებრძანდა ქალბატონი, ჩამეცინა ცოტა არ იყოს ხმახაღლა.
ცოტა ხანში გეგას მშობლებიც მოვიდა. გაიშალა სუფრა, ისეთი გემრიელობები იყო რომ კაცი თითებს ჩაიკვნეტდა, ნანა დეიდამ მიეხმარა გოგოებს.
და დაწყო
ბევრი სადღეგრძელოები...
დალევა...
როცა ვსვავ ერთ ჭიქაზე არ მეკიდება, უკვე მეშვიდეა და ცოტა თვალებში ვეღარ ვიხედები, მაგრამ არ ვიმჩნევ ლევანა და ჯიმა საკმაოდ შემოთვრნენ და ვირივით ყროყინი დაიწყეს. წაიღეს ყურები.
აი მე გიუშას და გეგას ერთგვარი შეჯიბრი გვქონდა გამართული დალევაში, თითქოს რაღაც პრიზი უნდა გვერგოს.
ორი ჭიქის შემდეგ გეგას მშობლები და გოგოები წავიდნენ, მე კიდე დავრჩი ბიჭებში
-შენ არ მიდიხარ?-კარგად შეზარხოშებულმა გეგამ მკითხა
-ეგ ჩვენიანია ამასთან ყველაფერი მოსული პონტია - ხელი მხარზე გადამხვია და კარგად ჩამკოცნა
-მომშორდიი გადი
-როგორ მიყვახარ
-ვიცი-ოდნავ წაბარბაცდა და მეც საკმაოდ მთვრალმა თავი ვეღარ შევიკავე და იატაკზე აღმოვჩნდით, ზემოდან დამეცა ეს ვირი და გამჭყლიტა. ყველამ სიცილი დაიწყო, აი მე კი სული ვეღარ მოვითქვი და ტკივილისგან მოვიკუნტე. რომ აღარ წამოვდექი კი შეეშინდა ყველას
-ლანუუც ლანაა-შეშინებულმა გიუშამ წამოიძახა, ოდნავ შემაქანა. ერთი რაღაც მოვიფიქრე, ცოტა შეშინდნენ, არაფერი დაუშავდებათ.
-გამოდი აქეთ ერთი-არანაკლებ დაშინებულმა ლევანამ თქვა, ოდნავ შემომომარტყა.
არაფრის დიდებით არ გავახელ თვალებს. აი ბოლოს გავიგე იმ უსიმპატიურესის ბოხი ბარიტონი.
-გამოდით ყველა ვაფშე, თავზე რო დაადექით ჰაერმა იმოძრაოს, ან ეს ფანჯრები ვინ დახურა, ჯიმა გააღე მიდი - ჩემსკენ დაიხარა და ცივი დასველებული ხელები სახეზე მომისვა.
-ლანა-ხმადაბლა მითხრა თან რაღაცნაირად
აქამდე ვითმენდი მაგრამ ვეღარ შევიკავე სიცილი და ავკისკისდი. თვალები გავახილე და მათი გაოცებული პირღია როჟა რომ დავინახე სიცილს უფრო ვუმატე, მუცელი ამტკივდა უკვე.
-ნახე ტო რა გაგვიჩალიჩა
-ჯიმა მოდი მოვისროლოთ ფანჯრიდან
წამოვჯექი, თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდი რომ გეგას მკაცრ და გაბრაზებულ მზერას გადავაწყდი, ისევ შემახმა ღიმილი სახეზე.
-კაი ბოდიში-ფეხზე წამოვდექი და მდივანზე დავჯექი, მეც კაი ნაგლი ვარ ვითომც არაფერი, ისე მივუჯექი სუფრას.
-არ გავაგრძელოთ ?
გიუშა ჩემსკენ გამოემართა და ყელზე ოდნავ წამიჭირა ხელები.
-შე დამპალო წაკლა
-კაი გიუშ გეყო-სიცილით ვუთხარი
-აბა ასეთი ხუმრობები ვინმეს გაუგია? გაგვიხეთქე გული. მეორეჯერ ეგრე გააკეთებ და მართლა გაგაქანებ საავადმყოფოში
-ოკ
-აუ შეხე რა ამ ნაგლს
გეგა რომელიც აქამდე ჩუმად იდგა აივანზე გავიდა. ასე გაბრაზდა კი მაგრამ? რა იდიოტია. მეც გავყევი უკან.
ბოდიში ხომ მოვიხადე? რად უნდა ბუტიაობა ახლა
გადი რა-სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-შენ ცალკე უნდა მოგიხადო ბოდიში? - ირონიულად ვუთხარი
-გოგო არ გესმის გადი თქო?-სიმკაცრე შეერია ხმაში
-აუ რა გინდა? თუ არ გსიამოვნებს შენ თვითონ გადი ან წადი წადი ვაფშე. ვაახ-მობეზრებულმა თვალები გადავატრიალე. ბოლო ნაპასიც მოწია, სიგარეტი ჩააქრო და ოთახისკენ გაემართა.
-შენ არაფერი არ იცი და სანამ რამეს მოიმოქედებდე ან უაზროდ იტყოდე რაღაცას ტვინი უნდა დაატანო ხოლმე, იაზროვნო უნდა ცოტა-ისე მომიშალა ნერვები, გაბრაზებულმა მივაძახე იდიოტი ხარ თქო
-რა მითხარი?
-რაც გაიგონე
-ზედმეტები მოგდის უკვე, ყველასთან არ გაგივა ეგეთობები.
არაა, ეს ბიჭი არ შეცვლილა, კიდე ისეთივე ნაგლია, თავი ყველაზე მაგარი რომ ეგონა, “მე ვარ რაც ვარო”, ისევ ვერაფერი ვერ ვუთხარი, ჩემი ბრალია ვითომ, ასე რომ არ გამეკეთებინა კარგად მომექცეოდა? არაა-ისევ მე გავეცი პასუხი კითხვას.

მამაჩემს დავურეკე რომ დღეს გიუშასთან ვაპირებდი დარჩენას.
როგორ შევარჩენ მაგას კიდევ ასეთ რაღაცას..
ჯავრი მჭირდა გეგასი.
სამაგიერო მინდოდა გადამეხადა.
ოთახში შევედი. ყველას გაეგრძელებინა სმა-ჭამა.
ჩემი ადგილი დავიკავე და მეც შევუერთდი. ველოდებოდი როდის იტყოდა რამეს რომ “მეკბინა”.
ცოტა ხნის მერე წამოიწყო კიდეც ლაპარაკი
-ძალიან მომენატრა ქართველი ნაშები-თან ამოიოხრა და მდივანზე მიწვა
-მერე რა პრობლემაა წავიდეთ-ჯიმამ უთხრა რა თქმა უნდა
-ჰოდა წავიდეთ რაღას ველოდებით
-და მე რას მიპირებთ? მეც უნდა წამიყვანოთ მანდ?
-შენც წაგიყვანთ ოღონ შენს სახლში-ირონიულად მომიგო
-კი მაგრამ მე მამაჩემს დავურეკე და ვუთხარი რო აქ ვრჩები
-დღეს არ გამოვა
წარბები შევხარე და ხელები გადავაჯვარედინე
-გიუშ სალომეს ვეტყვი რო ქალებში იყავი
-მერე რა უთხარი
გამიკვირდა თან ძალიან
-რა იყო რა გაგიკვირდა-იცინის-სანამ სწავლას არ დავამთავრებ არ გამოგყვებიო და სამი წელი უკლია კიდე დამთავრებას და დამიჯერე არც სალოს არ უნდა რო იმპოტენტი ქმარი ყავდეს და არც მე მინდა რო დავინვალიდდე.
ლევანა რომელიც აქამდე ჩუმად იყო ისე ხმამაღლა და გემრიელად გადაიხარხარა ყურებმა “ბჟუილი” დაიწეს. მერე ყველამ გაიცინა. მე კიდე ვიყავი გაბუტული.
ფეხზე წამოვდექი, სიმთვრალემ მაინც თავისი ქნა და ოდნავ დამაბარბაცა, “რვიანების ხაზვა” დავიწყე, კარებთან რო მივედი უკან გამოვხედე ბიჭებს. ისინი კი მე დამცინოდნენ, დამპლები.
-დროზე წამიყვანეთ სახლში
კიბეებზე სიცილ ხარხარით ჩავიდნენ მე კიდე გაბრაზებული ვიყავი, თან თვალებშიც ვეღარ ვიხედებოდი, ცოტა მაკლდა ჩაკეცვას ისე ვითიშებოდი.

მანქანაში გეგას გვერდით მომიწია დაჯდომა…
გული ამიჩქარდა…
მისი სურნელი უფრო მაბრუებდა…
ავხედე.
მისმა მშვენიერებამ უფრო დამატყვევა
საშუალო ზომის ცხვირი
საშინლად მომინდა შეხება
და აი ამ დროს ჩამომხედა და ისევ დავიკარგე მის კვამლისფერ თვალებში
ოდნავ გამიღიმა
მე კი ბედნიერმა თვალები დავხუჭე და თავი მხარზე დავადევი.

ეს ყველაფერი კი სიმთვრალის ბრალია...
_____
თქვენს აზრს თუ დააფიქსირებთ ძალიან კარგი იქნება, მაინტერესებს გასაგრძლებლად თუ ღირს :)



№1  offline წევრი cancara

ოჰ ეს წაკლა როგორუთხრა კაია კაი მალე დადე

 


№2  offline წევრი Marry.Marry

Kargia dade shemdegi ✌✌

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent