შემთხვევითობა (1)
ენერგიული, "ცოცხალი" და ლამაზი ქალაქია თბილისი. უნდა ვთქვა,რომ სულ ვგიჟდებოდი თბილისზე, თუმცა არც ისე ხშირად მიწევდა მის უზარმაზარ ქუჩებში "მოგზაურობა" . თბილისში გადასვლის შემდეგ,როგორც იქნა დადგა ის დრო ,როცა საკუთარი სახსრებით ვახერხებდი თავის გატანას, მიუხედავად იმისა რომ თომას ეს არ მოსწონდა. თომა მამაჩემია. ერთი ყველაზე ჯიგარი და კეთილი კაცი მთელ დედამიწაზე. არ უყვარს ჯიგარს,რომ ვეძახი, არც ის მოსწონს სხვაგან ,რომ გადავედი საცხოვრებლად და არც ჩემი პატარა ლეკვი, ჯეკა უყვარს. მოკლედ, თომას ზედმეტსახელად "მუდოს" ვეძახი. მუდოს ერთადერთი ქალიშვილი ვარ , ამიტომ ზედმეტად რთულად მიიღო ჩემი თბილისში გადადსვლის საკითხი ,მითუმეტეს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო . 22 წლის ვარ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ყველაზე კარგი ვარიანტი იყო ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში მენეჯერად მემუშავა, მეც დავიწყე მუშაობა და 1 კვირა თომას გარეშე მომიწია არსებობა. გაბრაზდა, როგორ შეიძლება თომა დადიანის შვილმა იმუშავოსო ( ინგლისის პრინცესა ვეგონე ) . კარგი რა მამა, პრინცესის მსგავსად "ბავშვებზე მუშაობას" , მირჩევნია "საკაიფო" მენეჯერი ვიყო და გავერთო ( ეს ისე, ჯიგრულად). *** - ხო აზრზე ხარ, ისეთი პონტია , არც ვფიქრობდი ,რომ ეგ სხვა თვალით შემომხედავდა - კარგი რა ლიზ, არ არის ეგ უყურადღებო ბიჭი, შენც ხო დარწმუნდი ჩამოსვლის დღეს არა? -ხო რავი, დიდი იმედი მაქვს,რომ საქმიან შეხვედრებზეა თბილისში და ვაფშე არ სცალია ამ ესემესებისთვის -აი ნახე, ეგ რო სადმე შეგხვდეს პროსტა, რა ჯიგრულად და მაგრად შეგხვდება , თან იმ დღეს მაგრად გაუსწორე რა - კაი რა, შენ რა გახსოვს , იმ დღეს 4 ჭიქის მერე მკვდარივით ეგდე ნინა, ვანომაც კი ვერ მოგასულიერა - კაი რა, ნუ დამცინი , ხოიცი არა როგორიც ვარ, რაც არ უნდა იყოს, ის დღე მაინც ყველაზე მაგარი იყო და ის ერთი კვირაც, ნუ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ვიღაცამ შენი 500 ლარი შემთხვევით მიითვისა , აუ ძაან მეცინება - არ მინდა მაგის გახსენება რაა და არც იმ 1 კვირის, ლუკა ყიფიანი ,რომ გავიცანი ... *** ვინ არის ლუკა ყიფიანი? კარგით რა, ეგ არც უნდა იკითხოთ. ლუკა ყიფიანი ის ბიჭია ლიზა დადიანი,რომ გააგიჟა. *** ხო მართლა, მე ლიზა ვარ დადიანი , ლუკა ყიფიანის საცოლე ... მე არ ვყოფილვარ იმ დღეს კანაპეში ნიკასთან ერთად , არც მთაწმინდაზე მიცეკვია მასთან და არც წყნეთის აგარაკზე ამიხსნია მისთვის სიყვარული . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.