შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატების კონკურსი - გამარჯვებული


3-11-2017, 23:53
ავტორი goga27
ნანახია 2 792

როგორც იცით ჩვენს საიტზე მიმდინარე ჩანახატების კონკურსი დასრულდა. ახალბედა მწერლების ხმათა უმრავლესობით მეორე ტურის გამარჯვებული გახდა Foxgirl-ის ჩანახატი.

გამარჯვებული ავტორი & სიახლე

Foxgirl - ფანჯარასთან

საკონკურსო პრიზები

კონკურსში გამარჯვებულ, საუკეთესო სიახლის ავტორს, Foxgirl -ს გადაეცემა საიტის პარტნიორი წიგნების გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" -სგან 3 წიგნი.

• სიუზან კეისენი "გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს"
• ფენი ფლეგი "შემწვარი, მწვანე პომიდვრები"
• ზურა აბაშიძე " როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი"

ჟიურის შეფასება

თუკა ჯიქური

Foxgirl საოცრად მომეწონა. რატონღაც სხვებისაგან გამორჩეული იყო, წერის სტილით და აზროვნებით. მისი ჩანახატის წაკითხვისას კარგად ვგრძნობდი იმას რას ამბობდა და უნდოდ მიეტანა მკითხველამდე. დახვეწილი და ნაკლებ შეცდომებიანი იყო. ის ემოცია რაც მას ქონდა ჩადებული კარგად აღსაქმელი იყო ჩემთვის. გამორჩეოდა სხვებისაგან თავისი ინდივისუალიზმით რამაც კიდევ უფრო მეტად მომხიბლა.

მარიამ ნატროშვილი

foxgirl - იმიტომ, რომ ძლიან ბევრჯერ მიფიქრია საკუთარ შუა გზაზე მიტოვებულ წიგნებსა და ავტორებზე, რომლებიც ამ წიგნებს ჩვენთვის წერდნენ. საინტერესო და ორიგინალური იყო როგორც საკონკურსო ნაწერი და ძლიან ემოციური (ჩემთვის), როგორც უბრალო ჩანახატი. მინდოდა ცოტა მეტი ყოფილიყო, მეტი "წიგნისეული ფიქრი" მანამ, სანამ ქარი დაუბერავდა და ბოლო გვერდზე გადაშლიდა, მაგრამ მიუხედავად ტექსტის სიმცირისა, უზომოდ კმაყოფილი დავრჩი. წარმატებები ავტორს.

ანა გელაშვილი

foxgirl იმიტომ რომ ყველაზე ორიგინალური იყო ჩემთვის. გამართული და ჩანახატის სტილშიც იდეალურად იჯდა. ენ ჯეინი ძალიან მომეწონა, მაგრამ ისტორია უფრო იყო ჩემთვის ვიდრე საკონკურსო ჩანახატი.

ნენე გრინი

Foxgirl აღმოჩენაა ჩემთვის. გავგიჟდი მისი წერის სტილზე, აზროვნებაზე. ულამაზესად აბამს წინადადებებს ერთმანეთს და არაჩვეულებრივად გამოსდის სათქმელის მკითხველთან მოტანა. ყველაზე მეტად მისი ინდივიდუალიზმი მომეწონა. ვთვლი, რომ არცერთ დანარჩენს არ ჰგავდა არც წინა ჩანახატით და არც ამით:) + კრეატიულობა. ძალიან საინტერესო იდეით იყო ახლა. კიდევ, მე როგორც ემოციებზე გადამკვდარს, მისმა ემოციურობამ მთლიანად გადამიწონა სხვა დანარჩენი.

ანს ველსი

ორივე ტურში სასწულად მომეწონა და ბოლომდე მოვიდა ჩემამდე მისი ემოციები. განსხვავებულიც იყო, საინტერესოც, ემოციურიც...

ალექსანდრა ჯიქია

ჩემთვის უფრო განსხვავებული იყო. მომწონს როგორც პირველ თავისუფალ თემაზე ასევე დავალებულზეც. მომწონს მისი აზროვნება..

სოფიკო კობლიშვილი

ის შესანიშნავი იყო როგორც პირველ, ისე მეორე ტურში. იმიტომ, რომ მისთვის ნაკლის პოვნა ძალიან, ძალიან რთულია. საოცარი აზროვნების უნარი, სიტყვების ულევი მარაგი, უშრეტი ფანტაზია, ინდივიდუალიზმი, კრეატიულობა მას ყველა სხვა კონკურენტისგან გამოარჩევს. ეს გოგო თითქოს ჩემს სათქმელს ამბობს.

საიტის ადმინისტრაცია ულოცავს Foxgirl-ს კონკურსში გამარჯვებას!



№1 სტუმარი ჰაი

ვულოცავ გამარჯვებულს ^^ და ბატონო გოგა, დარეგისტრირება მინდა მეც :დ

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ასეთი საინტერესო კონკურსი კარგახანია არ გვქონია. ამას როგორც ჟიურის წევრი ისე არ ვწერ. დიდი მადლობა თითოეულო მონაწილეს. თქვენი ნაწერების კითხვა ერთი სიამოვნება იყო heart_eyes იმდენად კარგი საკონკურსო ნაწერები გქოდათ, რომ საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა გამარჯვებულის გამოვლენა.გილოცავთ. მეამაყება თქვენი საიტზე ყოფნა kissing_heart

 


№3  offline წევრი TeddyBear

ვულოცავ გამარჯვებულს ^^ ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

ვულოცავ გამარჯვებულს და ბევრ წარმატებას ვუსურვებ <3
Ignifex და Katherinaa იყვნენ ჩემი ფავორიტები მაგრამ foxgirlსაც საინტერესო ხედვა ქონდა <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი -venus-

ვულოცავ გამარჯვებულს, შესანიშმავი საჩუქარია. ჩემი ფავორიტი მაინც ენ ჯეინი იყო, მაგრამ foxgirl-ის ნამუშევარზეც არ ვიყავი გულგრილი, სხვანაირი ფანტაზიის უნარი აქვს და საინტერესო სტილი, გადმოცეს ყოველივე ეს ისე, რომ მკითხველამდე ბოლომდე მოვიდეს ემოცია. წარმატებები ♡♡

 


№6  offline წევრი Ignifex

გილოცავ!! ♥♥ ნამდვკლად ღირსეული გამარჯვებულია! ♥♥♥ ძალიან მომეწონა მისი ჩანახატი და იმსახურებდა ♥
P.S okay,გიკი გოგო,უღრმესი მადლობა ♥♥♥

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ვულოცავ გამარჯვებულს <3 ნამდვილად ღირსეულია <3

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

ignifex და თეთრი შოკოლადი ძალიან კარგები იყვნენ, აი ძალიან და გოგოებო თქვენ სამზე ძალიან ბევრი ვიფიქრე... ასე არასოდეს გამჭირვებია გადაწყვეტილების მიღება... ((
გამარჯვებულს კიდევ ერთხელ ვულოცავ და დანარჩენებს წარმატებებს ვუსურვებ...
საერთოდ ათეულმა გაამართლა, ყველანი ძAლიან მაგრები იყავით <3

 


№9  offline წევრი Katherinaa

ვულოცავ გამარჯვებულს და წარმატებებს ვუსურვებ,
მადლობა ოქეის და გიკ გოგოს ))

 


№10  offline წევრი Foxgirl

უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ჩემი ჩანახატი ჩათვალეთ გამარჯვების ღირსად. სიახლე რომ გავხსენი და ჩემი ნიკი დავინახე, რამდენიმე წამით გავითიშე. ძალიან ბედნიერი ვარ ახლა და ყველას ვინც ჩემს ბედნიერებაში წვლილი შეიტანეთ, დიდ მადლობას გიხდით. ძალიან ღირსეული კონკურენტები მყავდა, ჩემთვის ეს კონკურსი პირველი იყო და იმედი მაქვს, არა უკანასკნელი. მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს და ჟიურის. იმედი მაქვს, არასდროს ინანებთ მიღებულ გადაწყვეტილებას ❤

 


№11  offline მოდერი bla.ell

Foxgirl გილოცავ საყვარელო მართლაც ძალიან გამიხარდა შენი გამარჯვება...უამრავი გამარჯვება გქონოდეს ცხორებაში❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent