ცუდი ბიჭის პატარა გოგო (6 თავი)
6 თავი დღეს შაბათი იყო და საწოლიდან კარგ ხასიათზე ავდექი. როგორ შეიძლება კარგ ხასიათზე არ იყო როცა წუხელ შენი ცხოვრების ყველაზე მაგარი ღამე იყო. დემეტრეს გახსენებაზე ტანში ჟრუანტელმა გამიარა.. დღეს შაბათია, ეს კი იმას ნიშნავს რომ დიდ სუპერმარკეტში ვარ წასასვლელი სახლისთვის რაღაცეები, რომ ვიყიდო. გარეთ ძალიან ციოდა, ამიტომ თბილად ჩავიცვი სახე ნახევრად არ მიჩანდა, კაშნს ჰქონდა დაფარული. სიცივის დროს ანა მეუბნევა ძალიან საყვარელი ხდებიო, ცხვირი გაყინული გამიწითლდბა ხოლმე და ჩემი ისედაც პატარა ცხვირი საერთოდ აღარ ჩანს. ნეტა ამ ზამთარს თოვლი როდის მოვა, სულ ვგუნდაობთ ხოლმე მე და ჩემი ძმა. მე და სანდრო ბავშვობიდან ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან, მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი ძალიან მზრუნველი გახდა. მახსოვს ბავშვობაში ბიჭს თუ მოვეწონებოდი პირველი ჩემი ძმა გებულობდა და აშინებდა ხოლმე პატარა ბავშვებს. მაშინ ძალიან ვბრაზდებოდი ახლა კი მეცინება, ისეთი შეშინებული იყვნენ ხოლმე ჩემ ძმას, რომ ხედავდნენ რამდენიმე საათის შემდეგ სახლში, რომ დავბრუნდი ტანზე გამოვიცვალე და ტელევიზორთან დავჯექი. დიდი ხანია ტელევიზორისთვის არ მიყურებია, მაგრამ საინტერესო არაფერი რომ ვერ ვნახე ისევ მულტფილმის ყურება ვამჯობინე მთელი დღე ტელევიზორის ყურებაში და წიგნის კითხვაში გავატარე, ისე სწრაფად გავიდა დრო ვერც შევამჩნიე როგორ დაღამებულა. სანდრო ჯერ კიდევ არ მოსულა სახლში, არც კი მინდა იმის გაფიქრება სადაა მთელი დღე.. სამზარეულოში შევედი და ნამცხვირს ჭამა დავიწყე, რომელიც ბებიამ გამომგვიგზავნა სოფლიდან. ჭამის დროს შემთხვევით ემემდემსებით სავსე ჯამს ხელი გავკარი, შესანიშნავია! ახლა ყველაფრის აკრეფვა მომიწევს ძირს დახრილი ვიყავი და კამფეტებს ისევ ჯამში ვაგროვებდი როცა კარის ხმა გავიგე. ოთახში სანდრო, ლაშა და ლევანი შემოვიდნენ - ბიჭო დარწმუნებული ხარ რომ გამოგვივა ყველაფერი? თქვა ლაშამ, საცაა ფეხზე წამოდგომას ვაპირებდი როცა სანდრომ თქვა - ჩუმად ნიაკოს ძინავს და არ მინდა ჩვენი ლაპარაკი გაიგოს. თქვა სანდრომ და კარები დაკეტა. მოიცა, მათ ხომ ჯერ არ დავუნახივარ, ანუ ჰგონიათ რომ ჩემ ოთახში ვარ? შესანიშნავია, ახლა რა გავაკეთო? მაგიდის ქვეშ უფრო შორს შევძვერი, რომ არ დავენახე. - უეჭველი გამოვა ყველაფერი, იმ წვეულებაზე წავალთ და გავიგებთ ის დემეტრე ვინც არი. შემდეგ კი თვითონაც და მის მეგობრებსაც დედას ვუტირებთ ეს მომესმა ხო? მითხარით, რომ იმაზე არ ლაპარაკობენ რაზეც მე მგონია - არ ვიცი, როგორ ვაპირებთ იმ კლუბში შეპარვას, ან დემეტრეს ცნობას? - მას ეგრევე ვიცნობთ დამიჯერე ბიჭები ლაპარაკობდნენ და მეც შეშინებულუ ვუსმენდი მათ. არა, ამას ვერ დავუშვებ რო დემეტრეს ვინაობა გაიგონ - ეგ კლუბი ვაბშე რა ადგილას არი? თქვა ლევანიმ შემდეგ კიდე ბიჭებმა ყველაფერი აუხსნეს კიდევ რამდენიმე წუთი ლაპარაკობდნენ, როცა სანდრომ თქვა დრო აღარ გვაქვსო და სახლიდან წავიდნენ. მე კიდე ესე შეშინებული დამტოვეს მარტო.. დემეტრეს ნომრის აკრეფა დავიწყე, მაგრამ გამორთული ჰქონდა. ახლა რა ვქნა? როგორც ჩანს სხვა გზა არ დამიტოვეს, მომიწევს კლუბში შეპარვა და დემეტრეს გაფრთხილება.. ეს რთული არ უნდა იყოს ხომ? პირველ რიგში კლუბში შეპარვა, რომ გამომივიდეს მომიწევს ლამაზად ჩაცმა. არამგონია ვინმემ კლუბში კვატებიანი მაისურით გოგო შეუშვას. ჩემ ოთახში ავედი და ჩემი ყველაზე ლამაზი კაბა, რომელიც ანამ დაბადების დღეზე მაჩუქა გამოვიღე და ჩავიცვი. ეს კაბა ანამ სპეციალურად "ვინმე ბიჭისთვის" მიყიდა. მახსოვს როგორ ჩავიქნიე ხელი მის სიტყვებზე, მაგრამ აბა ახლა შემომხედეთ? მართალია ეს კაბა ცოტა არ იყოს ვიწრო იყო "ადგილებში", მაგრამ ესეა საჭირო. ჩემ თავს სარკეში ჩავხედე და თითქოს რაღაც დამაკლდა. მართალია.. მაკიაჟი! მაგრამ მე ხომ მაკიაჟის გაკეთება ნორმალურად არ ვიცი, თან მარწყვის ბლესკის გარდა თითქმის არაფერი არ მაქვს. შანსი არაა რამე უნდა მოვიფიქრო, არავინ არ დაიჯერებს იმას, რომ სრულწლოვანი ვარ. მხოლოდ ერთი იდეა მომივიდა თავში, მაგრამ შანსი არაა მე ამას არ გავაკეთებ! კიმაგრამ ნია.. დემეტრეს ჭირდები როცა გადავწყვიტე ჩემ მეზობელ კატოსთან გადასვლა მაკიაჟის გასაკეთებლად ჩემ თავს ვერ ვუჯერებდი, რომ ასეთი რამ გავაკეთე. კატო თითქმის 30 წლის იყო და ყოველთვის უცნაური და საშიში კაცები ჰყვებიან ხოლმე ღამით სახლში, თავიდან მაინტერესებდა რატო? მაგრამ მერე ყველაფერი გასაგები გახდა.. როცა კარზე ზარი დავრეკე მან ხალათით გამიღო, მე კი მის საცვლებს ვხდევადი. აი ამიტომ არ მინდოდა აქ მოსვლა - გამარჯობა მე ნია ვარ, თქვენს ზევით ვცხოვრობ ვუთხარი ყალბი ღიმილით - ვაიმე ვიცი გოგო, ვგიჟდები თქვენს ძმაზე თქვა მან თავისი წრიპინა ხმით და სიცილი დაიწყო, მეც ვითომ გამეცინა - იცით, არ მინდოდა ამ საათს შემეწუხებინეთ, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება. მე უბრალოდ მაკიაჟის გაკეთ.. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული კატომ ბედნიერებისგან დაიყვირა და თავის სახლში "შემათრია" - აი ყველაზე გამოცდილ ქალთან მოხვედი ჩემო საყვარელო, მოდი ერთი კარგად აგათვალიერო მან ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და ჩაფიქრებული სახე მიიღო - ძალიან ლამაზი სახის ნაკვეთები გაქვს, თან როგორი ნაზი კანი გქონია, უკვე ვიცი რაც მოგიხდება! თქვა მან და თავისთვის ჩაიცინა. როცა დიდ სკამზე დავჯექი, ნუ აღარ მოვყვები რეები მოხდა. სახეზე იმდენი რამე წამისვა და გადამისვა, მაგრამ ძალიანაც "გაშპაკლული" არ ვყოფილვარ. როცა ყველაფერი დაასრულა და ჩემს თავს სარკეში შევხედე ლამის გავგიჟდი, სახეზე ისე ლამაზად მესვა ყველაფერი არაფერი არ იყო ზედმეტი. - არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო ვუთხარი კატოს რის შემდეგაც მან გამიღიმა და პატარაზე ჩამეხუტა - არაფერია საყვარელო, ყოველთვის შეგიძლია მომმართო კატოს დავემშვიდობე და სახლში ავირბინე. სიმართლე, რომ ვთქვა კატო ძალიან საყვარელი "ქალი" იყო, ნუ ხო ხვდებით.. კატოს ნამდვილი სახელი კოტეა და ტრანსგენდერია.. წასვლას როცა ვაპირებდი ჩემი ძმის 2 ზომით დიდი ზამთრის კურტკა მოვიცვი, ტელეფონი და გასაღები ავიღე და კლუბისკენ წავედი. გზაში ტაქსის მძღოლი რაღაცნაირი თვალებით მიყურებდა, რაც ნამდვილად არ მსიამოვნებდა - ინებეთ ფული მივეცი და ისე გადმოვედი მანქანიდან არც მადლობა ვუთხარი არც ნახვამდის, იყოს ეხლა ეგრე. აქ ბევრი ხმაურიანი ადგილია, როგორ ვიპოვო ის კლუბი? ალბათ სადაც ყველაზე საშიში და მდიდარი ხალხი შედის ეგაა. როცა კლუბს ვეძებდი დავინახე დემეტრეს ერთერთი ძმაკაცი როგორ შედიოდა შენობაში ვიღაც გოგოსთან ერთად. ნამდვილად ეგ იყო, ზუსტად მახსოვს როგორ შემოვიდა იმ დღეს სარდაფში სიცილით თავის ძმაკაცებთან ერთად. ანუ ესაა კლუბი ხო? ჩემი მცდელობა იყო დემეტრეს ძმაკაცის უკან დავმდგარიყავი და ისე შევსულიყავი, მაგრამ ვიღაც კაცმა მკლავში ხელი ჩამავლო და უკან გამომათრია. ხელი ისე მეტკინა გამიწითლდა, მაგრამ არაუშავს. ახლა ახალი გეგმის მოფიქრება მომიწევს გაბრაზებული დავდიოდი და ვხედავდი როგორ შედიოდა და გამოდიოდა ხალხი, მე კიდე ვდგავარ აქ დებილივით. იქვე ძირს ჩამოვჯექი და უკვე ვეგუებოდი იმას, რომ კლუბში ვერ შევიდოდი. სანამ ვიღაცის შეხება არ ვიგრძენი ზურგზე - ბოდიში არ მინდოდა შენი შეშინება თქვა ვიღაც სიმპათიურმა ბიჭმა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. - მე ალექსანდრე მქვია, არ მჯერა რომ შენნაირ ლამაზ გოგოს კლუბში არ უშვებენ თქვა ალექსანდრემ და ეშმაკურად იღიმოდა, ვგრძნობდი როგორ აპარებდა ჩემი მკერდისკენ მზერას. ამაზე გავბრაზდი, თან შემეშინდა და კურტკით დავიფარე - თქვენ შეგიძლიათ შემიყვანოთ? ვუთხარი და ცივი თვალებით შევხედე - მე ყველაფერი შემიძლია ლამაზო, წამოდი თქვა მან რის შემდეგაც ხელი გამომიწია, მეც არ დავიყოვნე და ხელი ჩავკიდე, გულში კი ვიმეორებდი (მხოლოდდემეტრესთვის, მხოლოდდემეტრესთვის, მხოლოდდემეტრესთვის) დაცვას ამჯერად არაფერი აღარ გაუკეთებია და კლუბში თავისუფლად შევედი. კურტკა სადღაც შემოსასვლელთან დავკიდე და ვგრძნობდი როგორ მჭამდა თვალებით ალექსანდრე. თავი ესე არაკომფორტულად ცხოვრებაში არ მიგრძვნია.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.